x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ქართული მითოლოგია - კოპალა
კოპალა. ავტ. გიორგი ღუდუშაური


კოპალა იყო წარმართი პროტოქართველების, დიადი იბერო-კავკასიელების ღვთაება აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. მისი კულტი შენარჩუნებული იყო ისტორიულ ფხოვში, ფშავ-ხევსურეთში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგაც და შესაძლოა ითქვას, რომ ეს კულტი დღემდეა მოსული. კოპალა იყო ერთ-ერთი ხვთისშვილი. ხალხური ეტიმოლოგია მის სახელს კომბალიდან აწარმოებს. მისი ძირითადი სამლოცველო გახლდათ ფშავსა (სოფელ უძილაურთაში) და ხევსურეთში (ლიქოკის ხეობასა და ჭალაისოფელში). მისი სალოცავი დღემდე დგას ლიქოკის ხეობაში, კარატის მთის დიდებულ მწვერვალზე. ხევსურთა რწმენით, კარატის ჯვრის თაყვანისცემა იცავს ადამიანს წყალში დახრჩობისა და ზვავში მოყოლისაგან. მასვე უკავშირდება მოჯადოებულთა და სულიერად ავადმყოფთა განკურნების უნარიც. კოპალას სამლოცველოები იყო აგრეთვე თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარსა და ქართლ-კახეთის ჩრდილოეთ ზოლში. ქართველ წარმართთა წარმოდგენით კოპალა დაბადებით ხორციელ ადამიანად ითვლებოდა, რომელიც შემდგომშა გახდა ღვთის შვილი, გახვთისშვილდა, რისთვისაც ფშაურ ღვთაება იახსართან ერთად, მორიგე ღმერთს დაუკისრებია ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიაზე ოდესღაც მობინადრე და მოთარაშე დევ-კერპების განადგურება.


კოპალა


მასვე მიაწერენ ავსულებთან ბრძოლის ფუნქციას. კოპალას ევალებოდა დაეცვა საკუთარი საყმო და ასევე სხვა ადამიანებიც საჭიროების შემთხვევაში, ბოროტი ძალების ნებისმიერი გამოვლინებისაგან. კოპალა, როგორც სათემო ღვთაება, მფარველობდა თავის ყმებს გასაჭირში. თან ახლდა ლაშქრობებში და მათს დასაცავად პირდაპირ იბრძოდა მტრის წინააღმდეგ. ამ ფუნქციათა დამთხვევის გამო, კოპალა და იახსარი მოძმე ხვთისშვილებად მიაჩნდათ. კოპალას ჰქონდა მამულები, სათიბები, ზვრები კახეთში, კურატების ჯოგი, სხვადასხვა დანიშნულების საზოგადოებრივი და საკულტო ნაგებობანი, სამეურნეო ინვენტარი, ფლობდა ხალხისგან შეწირულ განძს. კოპალა შეიარაღებული იყო ხელკეტით ან კომბლით, კვერთხით, რომელსაც ხმარობდა როგორც იარაღს მტრის გასანადგურებლად. ასევე მას ეპყრა რკინის მშვილდი, რომელიც მისთვის გამოჭედა დიდმა, ლეგენდარულმა მჭედელმა - პირქუშმა.



კოპალა


ბავშვობაში კოპალა დევებმა მოიტაცეს და ძალიან ცუდ პირობებში ჰყავდათ, ისეთ საქმეებს ავალებდნენ, რაც მის ძალებს აღემატებოდა. ამგვარად ამუშავებდნენ, რომ ძილი არ ჰქონდა, მოსვენება და ნორმალური საკვები. სანამ პატარა იყო, ვერ გამოექცა მათ, მაგრამ რომ მოიზარდა, გამპარვა მოახერხა, თავი ბერებს შეაფარა, მათთნ ერთად დაიწყო ცხოვრება. თან დამბადებელს - მორიგე ღმერთს ძალის მიცემას ევედრებოდა და თხოვნაც შეუსრულდა. მიიღო ისეთი ძალა, რომ უკვე შეეძლო დაპირისპირებოდა დევებს.

კოპალა ძალიან ლამაზი ყოფილა. მხართეთრ გმირსაც ეძახდნენ. ასევე ბერ კოპალადაც მოიხსენიებენ. ნადირობაში და თამაშშიც დიდად იყო განთქმული, ძალიან უყვარდა ჯილდაობა.


კოპალას ერთი ლოდი ჰქონია ამოჩემებული, იქ ძალიან უყვარდა ხოლმე ჯდომა და დასვენება. ერთმა დევმა ეს ლოდი მოპარა. განრისხებული კოპალა დაედევნა დევს, მას შეეშინდა, დააგდო ლოდი და თავს უშველა. კოპალა მაინც დაეწია დევს, ესროლა ლახტი და მოკლა. დღეს ამ ადგილას კოპალას ნიში დგას - სოფელ მაღაროსკართან.


კოპალას ნიში სოფელ მაღაროსკართან


ერთხელ კოპალა დევებისა და მათი ხელმწიფის საცხოვრებელ ადგილს მიადგა - ციხეგორს, სოფელ აკუშოს მახლობლად და დევებს იქიდან წასვლა უბრძანა. თანაც რომ ეჩვენებინა საკუთარი ძალა, რკინის კუნძს ცული დაჰკრა და შუაზე გააპო. დევებმა შესთავაზეს - ირემთკალოდან (ადგილის სახელია უძლიაურის თავზე) ციხეგორისკენ ქვები გავისროლოთ და ვინც აჯობებს, ციხეგორიც იმას დარჩესო. დანიშნეს შეხვედრის დღეც. დათქმულ დროს ყველამ ირემთკალოზე მოიყარა თავი. მარტო ხაშრელი (ადგილის სახელია ივრის ხეობაში) დევი - ბეღელა არ მოვიდა. მას იახსარმა შეუკრა გზა საპარავის ტყეში, დაჰკრა ლახტი და იქვე მოკლა. ამ დროს ირემთკალოზე კოპალა და დევები არჩევდნენ და შეჯიბრისთვის ემზადებოდნენ. ციხეგორს კვირია გახლდათ მათი მსაჯული, თუ ვისი ნასროლი უფრო შორს დაეცემოდა. პირველად დევმა გაისროლა ქვა. კოპალას ნასროლი შეიძლება დევის ნასროლამდე ვერ მისულიყო, მაგრამ კვირიამ წამოარტყა უხილავი მათრახის წვერი და ქვა უფრო შორს დაეცა.


ციხეგორი და დევთა ხელმწიფის საბრძანებელი კოპალას დარჩა. დევები კი მაღარისკარის მახლობლად, კართანაში გადავიდნენ. (კართანის სამაროვანს, რომელიც მე-20 საუკუნის 80-იან წლებში გათხარა ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ადგილობრივი მკვიდრნი დღესაც "დევების საფლავთ" უწოდებენ.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. ვერმახტის ქართული ლეგიონი

2. რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მეორე მსოფლიო ომს?

3. სტალინი ქართველების შესახებ

4. როგორ ზრდიდნენ ძველ საქართველოში მეომრებს?

5. სინამდვილეში ვინ იყო სტალინი?

6. ქართული მითოლოგია - ბოჩი

7. ვაჟა-ფშაველა - რას ჰქვიან თავისუფლება?

8. ალექსანდრე დიუმა ქართველების შესახებ

9. ქართული მითოლოგია - დალი

10. გრიგოლ რობაქიძე რუსეთის შესახებ

11. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში

12. მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან

13. უილიამ ალენი ქართველების შესახებ

14. ზვიად გამსახურდია კანონიერი ქურდების შესახებ

15. ზვიად გამსახურდია ნაციონალიზმის შესახებ

16. ზვიად გამსახურდიას ლექსი მესხეთისადმი

17. ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი ქართველთა შესახებ

18. სპარსელთა ოთხთვიანი ომი იბერიის წინააღმდეგ

19. არჩილ ჯორჯაძე კოსმოპოლიტიზმის შესახებ

20. ქართული მითოლოგია - გაცი და გაიმი

21. ქართული მითოლოგია - ღმერთი

22. ქართული მითოლოგია - ყამარი

23. ქართული მითოლოგია - ლამარია

24. ქართული მითოლოგია - მამბერი

25. ქართული მითოლოგია - მინდორთ ბატონი და მინდორთ ბრძანებელი

26. რას წერდა ნოდარ დუმბაძე დედაზე

27. ქართული მითოლოგია - თეთრი გიორგი

28. ქართული მითოლოგია - თევდორე

29. ქართველი მეომრები - მხატვარი გიორგი წიკლაური (ნაწილი II)

30. პარალელები სოციალ-დემოკრატებსა და დღევანდელ ლიბერალებს შორის

31. ილია ჭავჭავაძის პამფლეტი, რომლითაც დასცინოდა ნოე ჟორდანიას

32. დიდი ქართველი წმინდანები - მხატვარი მიხეილ საბინი

33. ქართული მითოლოგია - წყარიშდიდა

34. ქართული მითოლოგია - ზადენი

35. ქართული მითოლოგია - ამირანი

36. ქართული მითოლოგია - იახსარი

37. სპარტოი - დრაკონის კბილებიდან აღმოცენებული მეომრები კოლხეთში

38. რა ტერიტორიები დაკარგა საქართველომ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში?

39. გიორგი მაზნიაშვილი - ზეკაცი, რომელიც სტალინმა დახვრიტა

40. ვაჟა-ფშაველა საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ

41. ზვიად გამსახურდიას მიმართვა ქართველ ახალგაზრდებს

42. რუსი პროტოდიაკონი ანდრეი კურაევი აფხაზების შესახებ

43. ქალაქი თბილისი სამეფო კარის თამაშებში

44. თამთა გოდუაძე 2019 წელს ევროვიზიაზე კვიპროსის სახელით იმღერებს

45. ფოლკლორისა და რასის ურთიერთმიმართება

46. მარტყოფის ბრძოლა - გიორგი სააკაძის ტრიუმფი

47. ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიას წინააღმდეგ

48. უცხოელი ისტორიკოსების საუკეთესო წიგნები საქართველოს შესახებ

49. თამარ მეფის წარმოთქმული სიტყვა მეფედ კურთხევისას

50. თამარ მეფის ბრძოლების სია

51. ოსები - ქართველთა მოსისხლე მტრები თუ სისხლისმიერი ძმები?

52. უნიკალური სიმღერა, რომელმაც დროს გაუძლო

53. დიაოხის მეგალითური ნაგებობები და მათი ამგები დიაოხელები

54. ქართული მითოლოგია - დედა მიწა

55. ქართული მითოლოგია - ფუძის ანგელოზი

56. ქართული მითოლოგია - აფსათი

58. ქართული მითოლოგია - აინინა და დანინა

59. ქართული მითოლოგია - არმაზი

60. ქართული მითოლოგია - ბატონები

61. ქართული მითოლოგია - ბერი-ბერა

62. ქართული მითოლოგია - ბადაგონი

63. ქართული მითოლოგია - ხვთისშვილნი



1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1903
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1903
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0