საზოგადოებრივი ქართული მითოლოგია - ხვთისშვილნი 2019, 8 მარტი, 17:36 ხვთისშვილნი, ღვთისშვილნი ან ღვთის შვილები მორიგე ღმერთის ნასახი არიან. ისინი წარმოადგენენ უზენაეს გამჩენ ღმერთებს ან ნახევარღმერთებს. ქართულ წარმართობაში მათი სახელებია: იახსარი, კოპალა, გიორგი, ბაადური და სხვ. გერმანიკულ ხალხებში კი - ოდინი, ვილი, ვე და ა.შ. "პირველად მორიგე ღმერთმა ხვთისშვილები ზევიდან გადმოუშვა, ისინი გერგეტს დააბინავა, გერგეტის მთის ძირში მიუჩინა ადგილი და თავიდან ნებას არ აძლევდა სახალხოდ გამოჩენილიყვნენ და აქტიური მოქმედება დაეწყოთ. ისინი გადმოშვებულნი იყვნენ იმის გამო, რომ დაეწყოთ ბრძოლა დევების წინააღმდეგ, რომლებიც საყმოებს ძალიან ავიწროებდნენ, ხელყოფდნენ ხალხის სიცოცხლეს, ყრიდნენ სახლებიდან და მათ სოფლებს ისაკუთრებდნენ, სჩადიოდნენ ყოველგვარ სისაძაგლეს. ხვთისშვილნი ხალხში ჯერ არ იყვნენ გამოსულები და ქვეყანა დევ-კერპების მმართველობის ქვეშ სულს ღაფავდა. ღირსეული მოწინააღმდეგე არავინ ჩანდა, და როგორც სურდათ, ისე იქცეოდნენ. ამ პერიოდში, ხალხმა მკითხავთა საშუალებით გაიგო, რომ ხვთისშვილნი გერგეტში მათ დასახმარებლად უკვე ჩამოსულიყვნენ..." ეს ამბები (ანდრეზები) თ. ოჩიაურმა ჩაიწერა და 1967 წელს წიგნიც გამოსცა თბილისში სახელად "მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში". საბჭოთა პერიოდში ფოლკლორისტები ანდრეზებს სპეციალურად თითქმის არ იკვლევდნენ და უნდოდათ რომ ეს ცოდნა დაკარგულიყო, მაგრამ თინათინ ოჩიაური სწორედ ამ დროს ძალიან გამალებით მუშაობდა ქართული წარმართული კოსმოგონიური ცოდნის გადასარჩენად, სოფელ-სოფელ დადიოდა და იწერდა საკრალურ გადმოცემებს - ანდრეზებს და ქართულ მითოლოგიას სრული გაქრობისგან იცავდა. და მან შეძო კიდეც ზემოთხსენებული წიგნის შექმნა. ამის შემდგომ უკვე ძალიან კარგი ნაშრომი შექმნა პროფესორმა ზურაბ კიკნაძემ, რომელმაც ამ თემაზე მუშაობა 1980-აინ წლებში დაიწყო. შემოიარა მთელი თუშ-ფშავ-ხევსურეთი და მთელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი და შეკრიბა ეს ფასდაუდებელი გადმოცემები. მრავალწლიანმა შრომამ თავისი შედეგი გამოიღო და 2009 წელს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ დაბეჭდა ზ. კიკნაძის წიგნი - "ანდრეზები (აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ-მითოლოგიური გადმოცემები") ზ. კიკნაძის კრებულში სულ შესულია 420 ანდრეზი, მათ შორის 95 საკრალური შინაარსის ფასდაუდებელი ტექსტი, რომელიც მე-20 საუკუნის 30-იან წლებში იქნა ჩაწერილი გ. ჩიტაიას დავალებით ფშავ-ხევსურეთის სოციო-რელიგიური ყოფის საუკეთესო მცოდნის- ალექსი ოჩიაურის მიერ. კრებულში აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ყველა კუთხის (ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი, გუდამაყარი, თუშეთი და ხევი) წარმართული გადმოცემები იყრის თავს. შეგიძლიათ ამ კრებულზე მეტი წაიკითხოთ აქ - (საკრალური ისტორიები) ასევე დაგაინტერესებთ:1. ვერმახტის ქართული ლეგიონი 2. რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მეორე მსოფლიო ომს? 3. სტალინი ქართველების შესახებ 4. როგორ ზრდიდნენ ძველ საქართველოში მეომრებს? 5. სინამდვილეში ვინ იყო სტალინი? 6. ქართული მითოლოგია - ბოჩი 7. ვაჟა-ფშაველა - რას ჰქვიან თავისუფლება? 8. ალექსანდრე დიუმა ქართველების შესახებ 9. ქართული მითოლოგია - დალი 10. გრიგოლ რობაქიძე რუსეთის შესახებ 11. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში 12. მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან 13. უილიამ ალენი ქართველების შესახებ 14. ზვიად გამსახურდია კანონიერი ქურდების შესახებ 15. ზვიად გამსახურდია ნაციონალიზმის შესახებ 16. ზვიად გამსახურდიას ლექსი მესხეთისადმი 17. ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი ქართველთა შესახებ 18. სპარსელთა ოთხთვიანი ომი იბერიის წინააღმდეგ 19. არჩილ ჯორჯაძე კოსმოპოლიტიზმის შესახებ 20. ქართული მითოლოგია - გაცი და გაიმი 21. ქართული მითოლოგია - ღმერთი 22. ქართული მითოლოგია - ყამარი 23. ქართული მითოლოგია - ლამარია 24. ქართული მითოლოგია - მამბერი 25. ქართული მითოლოგია - მინდორთ ბატონი და მინდორთ ბრძანებელი 26. რას წერდა ნოდარ დუმბაძე დედაზე 27. ქართული მითოლოგია - თეთრი გიორგი 28. ქართული მითოლოგია - თევდორე 29. ქართველი მეომრები - მხატვარი გიორგი წიკლაური (ნაწილი II) 30. პარალელები სოციალ-დემოკრატებსა და დღევანდელ ლიბერალებს შორის 31. ილია ჭავჭავაძის პამფლეტი, რომლითაც დასცინოდა ნოე ჟორდანიას 32. დიდი ქართველი წმინდანები - მხატვარი მიხეილ საბინი 33. ქართული მითოლოგია - წყარიშდიდა 34. ქართული მითოლოგია - ზადენი 35. ქართული მითოლოგია - ამირანი 36. ქართული მითოლოგია - იახსარი 37. სპარტოი - დრაკონის კბილებიდან აღმოცენებული მეომრები კოლხეთში 38. რა ტერიტორიები დაკარგა საქართველომ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში? 39. გიორგი მაზნიაშვილი - ზეკაცი, რომელიც სტალინმა დახვრიტა 40. ვაჟა-ფშაველა საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ 41. ზვიად გამსახურდიას მიმართვა ქართველ ახალგაზრდებს 42. რუსი პროტოდიაკონი ანდრეი კურაევი აფხაზების შესახებ 43. ქალაქი თბილისი სამეფო კარის თამაშებში 44. თამთა გოდუაძე 2019 წელს ევროვიზიაზე კვიპროსის სახელით იმღერებს 45. ფოლკლორისა და რასის ურთიერთმიმართება 46. მარტყოფის ბრძოლა - გიორგი სააკაძის ტრიუმფი 47. ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიას წინააღმდეგ 48. უცხოელი ისტორიკოსების საუკეთესო წიგნები საქართველოს შესახებ 49. თამარ მეფის წარმოთქმული სიტყვა მეფედ კურთხევისას 50. თამარ მეფის ბრძოლების სია 51. ოსები - ქართველთა მოსისხლე მტრები თუ სისხლისმიერი ძმები? 52. უნიკალური სიმღერა, რომელმაც დროს გაუძლო 53. დიაოხის მეგალითური ნაგებობები და მათი ამგები დიაოხელები 54. ქართული მითოლოგია - დედა მიწა 55. ქართული მითოლოგია - ფუძის ანგელოზი 56. ქართული მითოლოგია - აფსათი 58. ქართული მითოლოგია - აინინა და დანინა 59. ქართული მითოლოგია - არმაზი 60. ქართული მითოლოგია - ბატონები 61. ქართული მითოლოგია - ბერი-ბერა 62. ქართული მითოლოგია - ბადაგონი 1. 160 სამეცნიერო სტატია2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ3. 40 სტატია რელიგიის შესახებავტორი: თორნიკე ფხალაძე716 1-ს მოსწონს
|