x
image
ლურჯი თოლია
მონიკა ბელუჩის ახალი სიყვარული - მსახიობი შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა

გუშინ პარიზში შანელის ჩვენება გაიმართა, რომელსაც ბევრ სხვა ვარსკვლავთან ერთად მონიკა ბელუჩიც დაესწრო. ამჯერად საზოგადოების წინაშე მონიკა მეგობარ მამაკაცთან ერთად გამოჩნდა. ჭორები მონიკას ახალი სიყვარულის შესახებ უკვე რამდენიმე თვეა გავრცელდა, მაგრამ ეს მათი პირველი საჯარო გამოჩენაა და ამით ფაქტიურად ჭორებიც დაადასტურეს.

image

მონიკას ახალი რჩეული 36 წლის ფრანგი მოქანდაკე ნიკოლა ლაფებრეა. წყვილი უკვე რამდენიმე თვეა ერთმანეთს ხვდება და ადრეც ხშირად დაუფიქსირებიათ ნიკოლას გალერეასთან.

image

შეგახსენებთ, ბელუჩი ორჯერ იყო ოფიციალურ ქორწინებაში. 1990 წელს იქორწინა კლაუდიო კარლოს ბასოზე, რომელსაც 1994 წელს დაშორდა. ორი წლის შემდეგ გაიცნო ფრანგი მსახიობი ვინსენ კასელი. კასელმა და ბელუჩიმ 1999 წელს იქორწნეს და 2013 წლამდე იყვნენ ერთად. ჰყავთ ორი ქალიშვილი. ნიკოლა ლაფებრეასაც ჰყავს 8 წლის ქალიშვილი. image


0
571
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
571
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0