სასარგებლო პროდუქტები გამოცხადდა მომავლის 50 საკვები, რომელიც გარემოსა და ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია 2019, 16 მარტი, 9:40 Knorr, WWF და დოქტორ ადამ დრევნოსკის ერთობლივი კვლევის შედეგად, გამოვლინა 50 საკვები პროდუქტი, რომელიც მომავალში გარემოსთვის და ასევე ჩვენი ჯანმრთელობისთვის ბევრად სასარგებლოა, ვიდრე სხვა ქარხნულად დამზადებული საკვები პროდუქტები. ამ ჩამონათვალში 18 ბოსტნეულის, 13 მარცვლეულის და მწვანილეულის სხვადასხვა სახეობებია. რა საკვირველიც არ უნდა იყოს, 3 სოკოს სახეობაც მოხვდა პროფესიონალების რეინტიგში. მომავლის საკვების გამოსავლენად ექსპერტებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ. არჩეულ პროდუქტებს ერთი საერთო თვისება გააჩნიათ - ნაკლებ გავლენას ახდენენ გარემოს დაბინძურებაზე. წარმოგიდგენთ ჩამონათვალს... წყალმცენარეები - ლავერი; ვაკამი. ლობიო და პარკოსნები - აძუკის ლობიო, შავი ლობიო, ბაკლა, ბამბარას არაქისი, "თირკმლის" ლობიო, ბარდა, მარამას ლობიო, მანგის ლობიო, სოიო. კაქტუსებიდან - ნოპალი. მარცვლეული - ამარანტე, წიწიბურა, ფეტვი, სორგო, ხორბალი, კინოა, დაირა, ზიზანი, შვრია და ჭვავი. ბოსტეული - გოგრის ყვავილი, ოკრა, ნარინჯისფერი პომიდორი. მწვანილეული - ჭარხალი, ბროკოლი, კომბოსტო, მორინგა, ჩინური კომბოსტო, გოგრის ფოთოლი, წითელი კომბოსტო, ისპანახი და წიწმატი. სოკოები - ზამთრის სოკო, მეიტკის სოკო, ჯიმლა. თესლები და თხილი(კაკალი) - სელის თესლი, ყაყაჩო, სეზამი, კაკალი, თხილი. ფესვიანი ბოსტენული - პიტნა, ოხრახუში, თეთრი ბოლოკი. ყლორტებიანი - მაგლოდის ყლორტები, მექსიკური ლობიოს ყლორტი და ბარდის ყლორტი. ტუბერისებრი მცენარეები - ინდური ლოტოსი, ტკბილი კარტოფილი, მექსიკური ბოლოკი და იისფერი იამი. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<< იხილეთ ასევე >>>>>ფოტოგრაფმა 100 წელს გადაცილებულ ადამიანებს გადაუღო ფოტო, შემდეგ კი ახალგაზრდობის ფოტოებს შეადარა ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... (II ნაწილი) ერთადერთი ციხე, საიდანაც გაქცევა ვერავინ მოახერხა - 15 რეალური ფაქტი ალკატრასის ციხის შესახებ! გამოვლინდა ბავშვის აღზრდისთვის ყველაზე იდეალური ქვეყანა! 54 წელი გავიდა, რაც ის მოკლეს - მალკოლმ X -ის 17 დამაფიქრებელი ფრაზა კვლევის შედეგი: ხუმარა წყვილების ურთიერთობა უფრო მყარია ბერენ საათი - თურქი მსახიობი, წარმატებული კარიერით! 917 4-ს მოსწონს
|