x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
54 წელი გავიდა, რაც ის მოკლეს - მალკოლმ X -ის 17 დამაფიქრებელი ფრაზა

მალკოლმი იყო ამერიკელი შავკანიანი აქტივისტი, რომელიც ეფექტურად ებრძოდა რასიზმს. 1965 წლის 21 თებერვალს, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა ხალხი წინაშე, დაქირავებული მკვლელის მსხვერპლი გახდა. მისგან კი სამახსოვროდ 17 დამაფიქრებელი ფრაზა დაგვრჩა:


image





1. რასიზმი არ არის იდეოლოგიური აზროვნება, არამედ ფსიქოლოგიური დაავადება.


2. ჩემი რელიგია არის ჩემი პირადი პოზიცია. ის ხელმძღვანელობს ჩემს პირად ცხოვრებას, პირად ეთიკას.


3. თეთრი კაცი იბრძოდა, ჩვენ ვკვდებოდით.


4. თუ თავგანწირვისთვის მზად არ ხართ, მაშინ თავისუფლებაზე ნუღარ საუბრობთ!


5. თუ ყურადღებით არ იქნებით, მაშინ გაზეთები თქვენს მოტყუებას ყოველთვის შეძლებენ.


6. ადამიანებმა არც კი იციან, რომ მათი ცხოვრების შეცვლა მხოლოდ ერთ წიგნსაც კი შეუძლია.


7. არავინ მოგცემს თავისუფლებას, სამართალს და თანასწორობას.... ეს შენით უნდა მოიპოვო.


8. თუ ადამიანს დაფიქრებისთვის კარგი ადგილი სჭირდება, მაშინ ის ციხეში უნდა ჩაჯდეს.


9. ყველა მძინარის გასაღვიძებლად, ერთი უძინარი საკმარისია.


10. არ ვარ განათლებული, არც რაიმე პროფესიას ვფლობ... თუმცა გულწრფელი ვარ და ჩემი გულწრფელობა ჩემს პიროვნებას ასახავს.


11. სანამ თავისუფლებისკენ გაიხედებით, ჯერ გადახედეთ იმ ქვეყნებს, სადაც ადამიანები თავისუფლებისთვის დაიხოცნენ. მაგალითად: ბრაზილიაში, ვენესუელაში, ჰაიტიში და კუბაში.


12. კარგი თეთრი და კარგი შავი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ კარგი ან ცუდი ადამიანი.


13. მაჩვენე კაპიტალისტი და გაჩვენებ სისხლისმწოველს.


14. პატრიოტიზმი არ უნდა იყოს ბრმა. ტყუილი ტყუილია, არ აქვს მნიშვნელობა ამას ვინ იტყვის!


15. ოდესღაც თუ მოვკვდები, ეს იქნება ჩემი ძმებისთვის. მხოლოდ ამას შეუძლიასამყაროს გადარჩენა.


16. მუსლიმებისთვის ქვეყნის ერთგული ვარ, ხოლო სხვებისთვის უბრალოდ რელიგიური.


17. თუ გაქვს რაიმე მიზანი და მიიწევ მიზნისკენ, ნებისმიერი დაბრკოლება შენი მტერევით სახიფათოა.


image










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი














<<<<<თქვენთვის საინტერესო>>>>>




გამოვლინდა ბავშვის აღზრდისთვის ყველაზე იდეალური ქვეყანა!

image



გრეიფრუტი - ეს უნდა იცოდეთ!


image



22 ცხოვრებისეული ფრაზა ევრიპიდეს ტრაგედიებიდან

image



-5 კილოგრამი 10 დღეში - გრეიფრუტის დიეტა

image


10 საინტერესო ფაქტი სფინსქის კატის შესახებ!

image




0
500
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
500
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0