სიახლეები 5 ყველაზე ცუდი პროდუქტი ფარისებრი ჯირკვლისთვის 2019, 5 მარტი, 13:44 ფარისებური ჯირკვლის დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია. ჩიყვი, ანუ ფარისებური ჯირკვლის გადიდება, ხუთიდან მინიმუმ ერთ ადამიანს აქვს. ეს დაავადებები ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტესად ახალგაზრდებში გვხდება.უფრო ხნიერ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება ფარისებური ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნები.50 წელს ზევით ასაკის ადამიანების 6-8 %-ს აქვს ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება - ჰიპოთირეოზი.ცოტა რამ ფარისებრი ჯირკვლის მნიშვნელობაზე ორგანიზმში: - ფარისებური ჯირკვალი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალია, რომლებიც სისხლში გამოიყოფა, მოქმედებს ყველა უჯრედსა და ქსოვილზე და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა პროცესის სიჩქარეს. ზემოაღნიშნული ჰორმონები შეიცავს იოდს, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნერვული სისტემის და ფსიქიკის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, რეპროდუქციული (სასქესო, გამრავლების) ფუნქციის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის განვითარებასა და რეგულაციაში.რა არის ჩიყვი? ხშირად ჩიყვის მცნების ქვეშ მხოლოდ “შხამიან ჩიყვს", ანუ თირეოტოქსიკოზს გულისხმობენ, რაც არასწორია. ჩიყვი ფარისებური ჯირკვლის გადიდებას ჰქვია. დღეს ამ ორგანოს ზომების განსაზღვრის ყველაზე მიღებული მეთოდია მისი ულტრაბგერითი გამოკვლევა, ანუ ექოსკოპია. მისი საშუალებით იზომება ჯირკვლის თითოეული ნაწილის ზომა სამ განზომილებაში.ეს მოკლე მიმოხილვა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ორგანიზმში. ახლა კი რაც შეეხება პროდუქტებს, რომლებიც არ შეიძლება მივირთვათ მსგავსი დაავადების დროს:სოია - არსებობს სამართლიანი დაპირისპირება მეცნიერებს შორის სოიას შესახებ. ის განიხილება როგორც უარყოფითი გავლენის მქონე პროდუქტი ფარისებრ ჯირკვალზე, რადგან მას შეუძლია იმოქმედოს იოდის შთანთქმაზე.ორგანული ( ცხიმიანი )ხორცი - ღვიძლის, თირკმლის და გულის მსგავსი ორგანული ხორცი, რომელიც შეიძლება იყოს საკმაოდ კარგი თქვენთვის, მაგრამ ნაკლებად პოპულარული ჯანმრთელობისთვის, რადგან ის გამოყოფს Lipoic მჟავას, რომელიც აუცილებლად მოახდენს გავლენას ფარისებრ ჯირკვალზე.ზოგიერთი სახეობის ბოსტნეული - მათ შორის ბროკოლი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, კალე. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მინერალებს და მნიშვნელოვან ბოჭკოებს შეიცავენ, ასევე გოგირდოვან ნაერთებს, რომელთაც აქვთ კიბოსთან ბრძოლის უნარი, მაინც ამტკიცებენ მეცნიერები, რომ მცირე რაოდენობით მიღება ამ ბოსტნეულის დამანგრეველი არ იქნება ორგანიზმისათვის.შაქარი - აღიარებული მტერი ყველანაირად.შაქარი იწვევს არა მარტო წონაში მომატებას, ის იწვევს ანთებით პროცესებს მთელ სხეულში და იწვევს დიაბეტის, გულის, კბილების დაავადებების რისკებს.ფასტ-ფუდი - განსაკუთრებით მაღალკალორიულია, იწვევს გაცხიმოვნებას და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. საკვები შეიცავს კანცეროგენული თვისების მქონე ტრანსცხიმებს (მარგარინი, კომბიცხიმი).ფასთ-ფუდებში რეგულარული კვება არღვევს კალციუმის შეწოვას. საზოგადოდ, სწრაფი კვების მავნეობა 3 ძირითად ფაქტორს უკავშირდება: 812 3-ს მოსწონს
|