პროფილაქტიკა როგორ შევამოწმოთ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა 2019, 4 მარტი, 13:52 ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებით უამრავი ადამიანი იტანჯება, მათი უმრავლესობა კი ქალია. სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს ადამიანები არც კი ეჭვობენ, რომ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვთ.
ფარისებრი ჯირკვალი-ეს პეპლის ფორმის მცირე ჯირკვალია, რომელიც ყელის ძირში მდებარეობს. მის მიერ გამომუშავებული ჰორმონები კი მთელ ორგანიზმზე ახდენენ გავლენას. თირეოიდული ჰორმონების სიჭარბის დროს ადამიანი ჰიპერაქტიურია, დეფიციტისას კი ძალების ნაკლებობა აწუხებს. ![]() როგორ შევამოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი სახლში? იმისთვის, რომ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა განსაზღვროთ, დაგჭირდებათ სარკე და წყალი.![]() სარჯე წინ დაიდგით, ნიკაპი ცოტა მაღლა ასწიეთ და ერთი ყლუპი წყალი მოსვით. დააკვირდით ფარისებრ ჯირკვალს. ის თითქმის ლავიწის ძვლებთან მდებარეობს, “ადამის ვაშლის" ქვემოთ. ![]() 150 შეფასება არ არის
|