არტურ არონი არის ფსიქოლოგი, რომელმაც 20 წლის წინ ჩაატარა საოცარი ექსპერიმენტი. თავის ლაბორატორიაში ის იწვევდა მამაკაცებს და ქალებს, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ და შესთავაზა მათ, ეპასუხათ 36 შეკითხვაზე. ადამიანებს უნდა ელაპარაკათ გულწრფელად მოსაუბრესთან. კითხვების განხილვის შემდეგ წყვილი ერთმანეთს უყურებდა თვალებში 4 წუთის განმავლობაში. გასაოცარი იყო ის, რაც შემდეგ მოხდა - ნახევარი წლის მერე ეს ადამიანები დაქორწინდნენ. ამ გამოცდილების საიდუმლო ის არის, რომ უპასუხო რა ისეთ პირადულ შეკითხვებს და დეტალებს, ადამიანები ხდებიან უფრო კონტაქტურები და გახსნილები. ასეთ თემებზე სრულიად უცნობ ადამიანთან საუბრისა და მისი პასუხების მოსმენის შემდეგ ნდობა მალევე მოიპოვება. ამ კითხვების ჩამონათვალია:
1)მთელი მსოფლიოდან ადამიანის არჩევის უფლება რომ გქონდეს, ვის დაპატიჟებდი შენთან სახლში ვახშამზე?
2)გინდოდა რომ ყოფილიყავი ცნობილი ადამიანი? რა საქმით გინდოდა გამხდარიყავი ცნობილი?
3)სანამ ვინმეს დაურეკავ, გადიხარ რეპეტიციას, თუ რას ეტყვი ამ ადამიანს?რატომ?
4)როგორია შენთვის იდეალური დღე?
5)როდის მღეროდი შენთვის ბოლოჯერ?ან სხვისთვის?
6)რას აირჩევდი:30 წლის აზროვნებას თუ 60 წლის ასაკში კარგ ვიზუალს?
7)გაქვს თუ არა შეგრძნება, დაახლოებით როგორ მოკვდები?
8)რომ შეგძლებოდა შენი აღზრდის პროცესში რაღაც ცვლილების შეტანა, რას შეცვლიდი?
9)4 წუთში მოუყევი შენს პარტნიორს შენზე რაც შეიძლება დაწვრილებით
10)თუ ფაიფურის ბურთს შეეძლო ეთქვა შენთვის როგორი იქნება შენი მომავალი, ან რაღაც თემაზე რას აირჩევდი?
11)დაასახელე შენი ყველაზე დიდი მიღწევა ცხოვრებაში.
12)რას აფასებ ყველაზე მეტად მეგობრებში?
13)რომელია შენთვის დაუვიწყარი მოგონება.?
14)თუ შენ შეძლებდი ხვალ გაღვიძებას და ნებისმირი უნარის შეძენას, რას აირჩევდი?
15)ყველაზე საშინელი მოგონება?
16)თუ გეცოდინებოდა რომ ამ წლის განმავლობაში მოკვდებოდი, რამეს შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?რატომ?
17)რას ნიშნავს შენთვის მეგობრობა?
18)რა ადგილი უკავია სიყვარულს და დამოკიდებულებას შენს ცხოვრებაში?
19)დაასახელე შენი პარტნიორის მინიმუმ 5 დადებითი თვისება
20)რამდენად ახლოს ხარ ოჯახის წევრებთან?თვლი, რომ სხვებთან შედარებით ბედნიერი ბავშვობა გქონდა?
21)რას ფიქრობ შენს ურთიერთობაზე დედაშენთან?
22)შეადგინე სამი წინადადება, რომელიც იწყება სიტყვა"ჩვენ"
23)გააგრძელე ფრაზა: "ჩვენს ორივეს გვინდოდა გაგვეზიარებინა ვიღაცისთვის....
24)რა უნდა იცოდეს ადამიანმა შენზე, რომლის მეგობარიც გინდა გახდე?
25)მოუყევი შენს პარტნიორს, რა მოგწონს მასში ყველაზე მეტად, ოღონდ იყავი გულახდილი
26)გაუზიარე შენს პარტნიორს შენც ცხოვრებაში ყველაზე არასასიამოვნო მომენტი
27)გაიხსენე, რის გამო და რატომ იტირე ბოლოს.