ქალი ცრუ ფეხმძიმობამ ქალი სიკვდილისგან იხსნა 2019, 2 მარტი, 8:33 36 წლის ქალი სირინ სტილი(Sirin Steele)მელბურნიდან ცრუ ფეხმძიმობამ სიკვდილისგან იხსნა, ამის შესახებ იტყობინება გამოცემა New York Post-ი. ერთ დღეს, ორი შვილის დედამ, 36 წლის სირინ სტილმა ივარაუდა, რომ ფეხმძიმედ იყო. არა და ამის ყველა ნიშანი არსებობდა, ერთ დღეს იგრძნო მუცელში, რომ რაღაც მოძრაობდა, ამის გარდა, გამუდმებით ტუალეტში დარბოდა და მუდამ დაქანცულობას გრძნობდა.მეორე დღეს ახალგაზრდა ქალმა ულტრაბგერითი კვლევა ჩაიტარა, რა დროსაც საკვერცხებზე აღმოაჩინეს 13 სანტიმეტრის სიდიდის სიმსივნე, კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ და სისხლის ანალიზმა დაადასტურა დიაგნოზი. ერთი კვირის შემდეგ ქალს ოპერაცია გაუკეთეს, ამ ხნის განმავლობაში სიმსივნე სიდიდეში 5 სანტიმეტრით გაიზარდა. ექიმებმა დაასკვნეს, რომ ეს იყო საკვარცხეების კიბოს ძალზე იშვიათი და აგრესიული ფორმა, რომელიც მხოლოდ ქალების 4%-ს ხვდება. მეორე ოპერაციის და ოთხთვიანი ქიმიოთერაპიის შემდეგ სიტინ სტილი სრულიად განიკურნა.ქალი ექიმთან დროულმა ვიზიტმა სიკვდილისგან იხსნა. "ამ სახის კიბოს დიაგნოსტიკა ძალზე რთულია. ქალების უმეტესობა ვერ ამჩნევს მანამადე, სანამ ბოლო სტადიაზე არ გადავა, მერე უკვე დაგვიანებულია"-აცხადებს ყოფილი პაციენტი. 293 6-ს მოსწონს
|