საზოგადოება დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად ჰერეთში იმყოფებოდა (ვიდეო) 2019, 1 მარტი, 10:51 საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ისტორიულ ჰერეთში, კახის რაიონში, ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებთან შეხვედრით დაასრულა. შეხვედრას დედოფლისწყაროდან ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანაშვილიც ესწრებოდნენ. პრეზიდენტი კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასაც ესტუმრა. დელეგაციას საქართველოს პარლამენტის წევრებიც ახლდნენ. ქართველი დეპუტატების მხრიდან ღიად გაკეთდა განცხადებები, რომ ჰერეთში მცხოვრები ქრისტიანები ისეთივე პირობებში უნდა ცხოვრობდნენ, როგორც საქართველოში აზერბაიჯანელები არიან. მანამდე პრეზიდენტი ბაქოს ესტუმრა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და ვიცეპრეზიდენტ მეჰრიბან ალიევას შეხვდა. ზურაბიშილი ბაქოში ქართველ სტუდენტებსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდა. ოფიციალური პრესკონფერენციის შემდეგ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. პრეზიდენტმა ქართველებთან შეხვდერისას ოფიციალური ვიზიტის შესახებ ისაუბრა და ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გულითადი მოკითხვა გადასცა. ზურაბიშვილმა ბაქოს ვიზიტის შეხვედრები მიმოიხილა და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან გულთბილი დახვედრა, საქართველო - აზერბაიჯანის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები კახის ადგილოვრივ მოსახლეობაზეც აისახება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ატარებენ ქვეყნის იდენტობას, ენასა და კულტურას, რაც ძალიან ბევრის მთქმელია. „თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც რეალურად, ფიზიკურად აკავშირებენ ორივე ქვეყანას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევით და კეთილგანწყობებით მივაღწევთ შედეგებს ეკლესიის, თეატრის აღდგენისა და კულტურული ცენტრის საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი რეგიონში და ამდენად ძალიან მიშვნელოვანი იყო ასეთი მიღება, რომელიც მაძლევს ძალიან დიდ იმედს, რომ ჩვენი ურთიერთობების განვითარების გზები, ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი ეკონომიკური და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები თქვენზეც აისახება და საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობაზეც", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 80 შეფასება არ არის
|