x
image
გემი დალანდი
მაგნიუმი-სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტი! როგორ ამოვიცნოთ მისი დეფიციტი?
image

ნორმალურად ფუნქციონირებისთვის ჩვენს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებების დიდი რაოდენობა ესაჭიროება. ზოგიერთ მათგანს ჩვენი ნაწლავური ფლორა გამოიმუშავებს, მაგალითად K და PP ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ჩვენი ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობით გამომუშავდება. აი, B ჯგუფის ვიტამინებს კი ჩვენი ნაწლავური ფლორა იმდენად მცირედ გამოიმუშავებს, რომ მათ სარგებლის მოტანა არ შეუძლიათ.

imageერთ–ერთი სასარგებლო ნივთიერება, რომელიც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება, მაგნიუმია. მოზრდილი ადამიანის სხეულში დაახლოებით 25 გრ. მაგნიუმია, რომლის 60% ძვლების შემადგენლობაში შედის. მაგნიუმი გვხვდება ასევე ტვინისა და გულის უჯრედებში.

image


რატომაა მაგნიუმი ასე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის?

მაგნიუმი გადამწყვეტ როლს ასრულებს მეტაბოლიზმის პროცესებში. მეტაბოლიზმი ანუ ნივთიერებათა ცვლა - ეს რთული ორგანული ნივთიერებების დაშლის პროცესია, რომლის შედეგადაც ენერგია გამოიყოფა. ძირითადად, სწორედ ამ პროცესის წყალობით შეუძლია ადამიანის ორგანიზმს ფუნქციონირება.

imageახლა წარმოვიდგინოთ, რომ მეტაბოლიზმის პროცესი დაირღვა. შედეგად, ადამიანი ძალიან ცოტა ენერგიას იღებს და მთელ რიგ უსიამოვნო სიმპტომებს გრძნობს, რომელთა შესახებ ახლა მოგიყვებით.

imageმაგნიუმის ნაკლებობა არა მარტო უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, არამედ საშიშია სიცოცხლისთვის.

მაგნიუმის ნაკლებობის ნიშნები:

1.დაღლილობა

რადგანაც ცოტა ენერგია გვაქვს, ორგანიზმი გამუდმებით იღლება. სამწუხაროდ, ამ დაღლილობას გამოძინებით ვერ უმკურნალებთ, რადგან მისი გამომწვევი მიზეზი მაგნიუმის ნაკლებობაა.

image

2.პარესთეზია

გქონიათ როდისმე “ნემსებით ჩხვლეტის" შეგრძნება კიდურებში და შეგრძნება, თითქოს ხელი ან ფეხი გიბუჟდებათ? მგრძნობელობის მსგავსი დაკარგვა, ჩვეულებრივ, მაგნიუმის ნაკლებობაზე მიანიშნებს. თუ ამ სიმპტომებს ხშირად გრძნობთ, აუცილებლად უნდა მიაწოდოთ ორგანიზმს მაგნიუმი!

image

3.კრუნჩხვები

როგორც დაბუჟება, კრუნჩხვითი მდგომარეობაც მაგნიუმის ძლიერ დეფიციტზე მიუთითებს.

image

4.მადის დაკარგვა

უმადობა, ასევე გულისრევა და დიარეა-იმაზე მიუთითებენ, რომ დროა ექიმს მიმართოთ, ანალიზები ჩააბაროთ და ორგანიზმში მაგნიუმის რაოდენობის შევსებაზე იფიქროთ.

image

5.გაღიზიანება

ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად, ადამიანი არა მარტო ენერგიის ნაკლებობას და დაღლილობას განიცდის, არამედ გაღიზიანებაც აღენიშნება, თანაც უმიზეზოდ. ამასთან, ირღვევა ძილის რეჟიმი და გაღვიძება რთული ხდება.


თუ ჩამოთვლილთაგან თუნდაც რომელიმე სიმპტომს გრძნობთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და საჭირო გამოკვლევები ჩაიტარეთ. საქმე ისაა, რომ მაგნიუმის ნაკლებობა ხშირად სდევს თან ზოგიერთ ნეგატიურ პროცესს და დაავადებას. მაგალითად, ხშირმა სტრესულმა სიტუაციებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ ორგანიზმში მაგნიუმის რაოდენობაზე.


მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები

1.მარცვლეული, ბურღული

ქერისა და შვრიის ბურღული მაგნიუმით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარია. მათგან მომზადებული ფაფები არა მარტო სასარგბელო, ნოყიერიცაა.

image

2.ლობიო, ბარდა და მზესუმზირა

ერთი თეფში ლობიო მაგნიუმის დღიურ ნორმას აწვდის ჩვენს ორგანიზმს. ამასთან, ლობიო, ისევე როგორც მზესუმზირა, მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რომელიც ქალის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

image

3.თევზი

ქაშაყი, სკუმბრია, ვირთევზა, კამბალა და პალტუსი-მაგნიუმის შესანიშნავი წყაროებია და ამასთან, ამინომჟავების დღიური ნორმითაც გვამარაგებენ.

imageიმისთის, რომ მაგნიუმი კარგად შეითვისოს ორგანიზმმა, აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესი დაიცვათ. დაივიწყეთ ძილის წინ ტელეფონი და შეეცადეთ დროულად დაიძინოთ, რადგან კარგი ძილი-კარგი განწყობის საწინდარიცაა.

1
172
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
172
  
2019, 28 თებერვალი, 21:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1