x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
როგორ შევამოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი თერმომეტრის დახმარებით
ფარისებრი ჯირკვალი ორგანიზმში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. მისი მუშაობის დარღვევამ შეიძლება მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს. თუ მუდმივად დაღლილობას გრძნობთ ან უმიზეზოდ წონაში მოიმატეთ, შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა გაქვთ.

ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევა შეიძლება ჩვეულებრივ დაღლილობას მიაწეროთ, მაგრამ თერმომეტრის დახმარებით მარტივი ტესტი დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა გაქვთ თუ არა.

ფარისებრი ჯირკვალი პეპლის ფორმის პატარა ჯირკვალს წარმოადგენს, რომელიც კისრის არეში პირდაპირ ლავიწის ზემოთ მდებარეობს. ის ჰორმონებს აწარმოებს და სხეულის ბევრ პროცესს აკონტროლებს. ის ნივთიერებათა სწორ ცვლას, ტემპერატურას, ენერგიის დონეს და განვითარებას უზრუნველყოფს.


image

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები


ფარისებრი ჯირკვალი საკვებიდან იოდს იღებს და მას T3 და T4 ჰორმონებად გარდაქმნის. ტრიიოდტირონინი (T3) და ტიროქსინი (T4) ეს ორი ჰორმონი ნივთიერებათა ცვლაზე არიან პასუხისმგებელნი. კიდევ ერთი ჰორმონი კალციტონინი სისხლსა და ძვლებში კალციუმის დონეს არეგულირებს.

ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი ფუნქცია ორგანიზმის ენერგიით უზრუნველყოფაა. ფარისებრი ჯირკვალი ზრდასა და განვითარებას პასუხისმგებელია. თუ ზრდის პერიოდში, ბავშვი საკმარისი რაოდენობის თირეოდულ ჰორმონებს არ ღებულობს, ამან შეიძლება ტვინის ფუნქციების დარღვევა და IQ დონის დაქვეითება გამოიწვიოს.

როგორც წესი, ფარისებრი ჯირკვალი არ ჩანს და არ შეიგრძნობა. როცა მისი ფუნქცია დარღვეულია, ჯირკვლის ზომა იზრდება და ეს დარღვევა ცნობილია, როგორც ჩიყვი.


image

ჰიპოთირეოზი: სიმპტომები

ჰიპოთირეოზი არის დარღვევა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვლის აქტივობა მცირდება და ის საკმარისი რაოდენობის ჰორმონებს არ აწარმოებს. ადამიანი შეიძლება რკინის დეფიციტით დაიბადოს ან დარღვევა აუტოიმუნური დაავადებების, რადიაციული თერაპიიის, ზოგიერთი მედიკამენტის, ან იოდის ნაკლებობის გამო იყოს გამოწვეული.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოების შემცირება თითქმის ყველა ორგანოს ფუნქციებს ზღუდავს.


ჰიპოთირეოზის მთავარი ნიშნებია:

  • აუხსნელი წონის მატება
  • შეკრულობა
  • დეპრესია
  • დაღლილობა
  • სიმკრთალე, მშრალი კანი
  • გამელოტება
  • სიცივის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა

ექიმები ჰიპოთირეოზს TSH დონის ანალიზით, ასევე T3 და T4 დონის ანალიზით არკვევენ.


როგორ შევამოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი სახლის პირობებში თერმომეტრის დახმარებით

image

ფარისებრი ჯირკვალი სხეულის მეტაბოლიზმზე გავლენას ახდენს, მეტაბოლიზმის დროს წარმოიქმნება სითბო, ტემპერატურა შეიძლება გაიზარდოს, რადგან ფარისებრი ჯირკვალი მუშაობს.

ტესტის ჩასატარებლად ბაზალური ტემპერატურის გასასინჯი თერმომეტრი დაგჭირდებათ. ასეთი ტემპერატურა უფრო მგრძნობიარეა და ცვლილებებს უფრო ზუსტად ასახავს.


1.თერმომეტრი საწოლთან ახლოს გქონდეთ

2. თერმომეტრი დილით, გაღვიძებისთანავე გამოიყენეთ. ლოგინიდან ადგომამდე თერმომეტრი 10 წუთით იღლიის ქვეშ ჩაიდეთ.

3. ტემპერატურა ერთი კვირის განმავლობაში შეამოწმეთ და ჩაინიშნეთ.

4. საშუალო ბაზალური სხეულის ტემპერატურა 36, 5 და 36, 7 გრადუს შორის უნდა იყოს. თუ სხეულის ტემპერატურა ორი განმეორებითი გაზომვის დროს 36, 3 გრადუსზე ნაკლებია, თქვენი ფარისებრი ჯირკვალი ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა.

5. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა ტესტი მენსტრუაციული ციკლის მე-2, მე-3 და მე-4 დღეს უნდა ჩაიტაროს, რადგან ბაზალური ტემპერატურა ოვულაციის დროს შეიძლება გაიზარდოს და არასწორ შედეგებს მოგცემთ.


ეს ტესტი სათანადო სამედიცინო გამოკვლევის ნაცვლად არ უნდა იქნას გამოყენებული.

მან უბრალოდ მინიშნება უნდა მოგცეთ, ფარისებრი ჯირკვლის დისბალანსი გაქვთ თუ არა.


როგორ აღვადგინოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია

დაიძინეთ და ფიზიკური ვარჯიშით დაკავდით

მყარი ძილი და ფიზიკური ვარჯიში მთელ ორგანიზმზე, მათ შორის ფარისებრ ჯირკვალზე დადებითად მოქმედებს. ფიზიკური ვარჯიშით მინიმუმ 30 წუთით, კვირაში 3-4-ჯერ დაკავდით.

ემოციურ ჯანმრთელობაზე იზრუნეთ

ზოგჯერ ფარისებრი ჯირკვლის დარღვევა ემოციური დაღლილობით არის გამოწვეული. ემოციური პრობლემების გადაჭრით ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების აღდგენას შეძლებთ.

სწორი კვება

რაციონში რაც შეიძლება ბევრი D ვიტამინით და იოდით მდიდარი საკვები (მარცვლეული, კაკალი, ახალი ხილი და ბოსტნეული) ჩართეთ. ასევე ყურადღება მიაქციეთ თიროზინის შემცველ პროდუქტებს თევზს, ფრინველს, ოსპს, ავოკადოს, ბანანს და ქუნჯუტის თესლს. გარდა ამისა, B ჯგუფის ვიტამინები დანამატის სახით მიიღეთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. გაიგეთ, გემუქრებათ თუ არა ალცჰაიმერის დაავადება - 3 მარტივი ტესტი

2. 100 დაავადების სამკურნალო წერტილი: რა მოხდება, თუ მას ყოველდღე დაიმასაჟებთ

3. აშშ-ში არტერიული წნევის ახალი ნორმები დაადგინეს! აი, რამდენზე მაღალი არ უნდა იყოს

4. სცადეთ, უსახელო თითი 20 წამით გამართოთ

5. 9 ნიშანი, რომ თქვენი ღვიძლი ტოქსინებით სავსეა

6. შეამოწმეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა, უბრალოდ ხელი ყინულიან წყალში ჩადეთ

7. თუ ღამე ამ დროს გეღვიძებათ, შეიძლება პრობლემები გქონდეთ, ეს სერიოზულია!

8. ეს ერთი შეხედვით უვნებელი ჩვევები თირკმელებს ანადგურებს

9. სისხლის ცუდი ცირკულაციის 5 ნიშანი - ყურადღება მიაქციეთ

10. ინტიმური ჰიგიენა: 7 რამ რისი გაკეთებაც არ შეიძლება

11. ინფარქტის 5 ნიშანი ქალებში: რომელი სიგნალის უგულებელყოფა არ შეიძლება?!

12. ეს კოქტეილი დალიეთ და თრომბს დაივიწყებთ


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1311
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0