x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
100 დაავადების სამკურნალო წერტილი: რა მოხდება, თუ მას ყოველდღე დაიმასაჟებთ
იაპონური ლეგენდის მიხედვით, ერთ დროს ამქვეყნად ცხოვრობდა ბედნიერი ადამიანი, რომელმაც მამიდან შეუფასებელი ცოდნა მიიღო - ცოდნა ხანგრძლივი ცხოვრების წერტილის ან 100 დაავადების სამკურნალო წერტილის შესახებ. მამის რჩევების გათვალისწინებით შვილმა ამ წერტილის ყოველდღე დამასაჟება დაიწყო და რამდენიმე იმპერატორის დაბადებიდან გარდაცვალებამდე იცხოვრა.


image

წერტილოვანი მასაჟი უძველესი მკურნალობის მეთოდია აღმოსავლეთში, რომელსაც უკვე ათასობით წელია იყენებენ.

ადამიანის სხეულზე სულ 365 წერტილი და 12 მთავარი მერიდიანია, რომლებიც წელიწადის დღეებისა და თვეების რაოდენობას შეესაბამება.


აკუპრესურა - გარკვეულ წერტილზე თითების დაჭერა მერიდიანების და არხების თეორიის ცოდნას ეფუძნება, რომლებიც გარკვეულ ორგანოებთან არის დაკავშირებული.

ჩინურ მედიცინაში სხეული განიხილება როგორც ენერგეტიკული სისტემა, ხოლო მასაჟი ენერგიის ნაკადსა და ორგანოების ფუნქციურ აქტიურობაზე გავლენას ახდენს.

ცნობილია, რომ ზუ-სან-ლის (ST 36) წერტილზე სტიმულაცია სრულ გაახალგაზრდავებას, განკურნებას და სიბერის შეფერხებას იწვევს. ჩინეთში ამ წერტილს „ხანგრძლივი ცხოვრების წერტილს“, იაპონიაში კი „100 დაავადების საწინააღმდეგო წერტილს“ უწოდებენ.


როგორ ვიპოვოთ ხანგრძლივი ცხოვრების წერტილი „ზუ-სან-ლი?

image

ხანგრძლივი ცხოვრების წერტილი მუხლის ქვეშ მდებარეობს. მის საპოვნელად მუხლზე ხელისგული დაიდეთ, წერტილი ნეკა და უსახელო თითებს შორის იქნება, ძვლებს შორის მცირე ღრმულის სახით.


რაზე არის პასუხისმგებელი ეს წერტილი და რატომ უწოდებენ 100 დაავადების სამკურნალო წერტილს?

image

წერტილი „ზუ-სან-ლი“ სხეულის ქვედა ნაწილში განლაგებული ორგანოების მუშაობაზეა პასუხისმგებელი.

წერტილი ზურგის ტვინის მუშაობას არეგულირებს იმ ადგილებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კუჭ-ნაწლავის, სასქესო ორგანოების, თირკმლების და თირკმელზედა ჯირკვლის სწორ ფუნქციონირებაში.

ზუ-სან-ლის“ მასაჟი თირკმელზედა ჯირკვლის (ყველაზე ძლიერი ჯირკვალი, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას იცავს) აქტიურობას ზრდის.

ის ადრენალინს, ჰიდროკორტიზონს და სხვა მნიშვნელოვან ჰორმონებს გამოყოფს.


ამ წერტილის ყოველდღიური სტიმულაცია დაარეგულირებს თირკმელზედა ჯირკვლის მუშაობას, რომელიც ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

v არტერიული წნევის ნორმალიზაცია;

v გლუკოზის, ინსულინის დონის ნორმალიზაცია;

v ორგანიზმში ანთებითი პროცესების აღმოფხვრა;

v იმუნური სისტემის რეგულაცია;


ასეთი წერტილის მასაჟი დაგეხმარებათ:

v საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებაში;

v კუჭ-ნაწლავის დაავადებისგან განკურნებაში;

v ინსულტის შედეგების შემცირებაში;


წერტილზე მასაჟის დადებითი გავლენა მხოლოდ ფიზიკურ დონეზე არ შეიმჩნევა. ბევრი ადამიანი იტყობინება, რომ მასაჟის შემდეგ უფრო თავდაჯერებულნი გახდნენ, სტრესი და დაძაბულობა გაუქრათ და შინაგან ჰარმონიას მიაღწიეს.


ხანგრძლივი ცხოვრების წერტილის მასაჟი

image

ყველაზე კარგი იქნება, თუ წერტილზე მასაჟს დილით, საუზმის მიღებამდე გაიკეთებთ, თითოეულ ფეხზე საათის ისრის მიმართულებით 9 წრე გააკეთეთ.

1.მასაჟის დაწყებამდე კომფორტული, მოდუნებული (მჯდომარე) პოზა მიიღეთ.

2.სუნთქვა დაიმშვიდეთ და თქვენს შეგრძნებებზე კონცენტრირება მოახდინეთ. განკურნების პროცესზე განეწყვეთ.


მასაჟი შეგიძლიათ თითებით ან მსხვილი მარცვლების (წიწიბურა, ბრინჯი, შვრია) გამოყენებით დაიმასაჟოთ.

წერტილზე საღამოთი მასაჟი გამოგადგებათ, თუ წონაში დაკლება გსურთ, მაგ., კვირაში 400-500 გრ. თუმცა ზუსტად ძილის წინ ასე არ შეასრულოთ, რადგან უძილობას იწვევს.

დასაშვებია წერტილზე სტიმულაცია ყოველდღე ჩაატაროთ, მაგრამ გირჩევთ პროცედურა ახალმთვარეობის დროს გაიკეთოთ.

1. ახალმთვარეობის დაწყებამდე 8 დღით ადრე, დილით თითოეულ ფეხზე წერტილზე მასაჟი საათის ისრის მიმართულებით გაიკეთეთ. ეს კარგი დროა იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ყველა ორგანოს მუშაობის გასაუმჯობესებლად და დაბერების პროცესის შესაფერხებლად.

2. ეს პროცედურა სადილობამდე ჩაიტარეთ, რომ ზოგადი ტონუსი აიმაღლოთ, მეხსიერება, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების მუშაობა გააუმჯობესოთ.

3. სადილობის შემდეგ წერტილზე მასაჟი სტრესის, ნერვოზის, გაღიზიანობის, თავის ტკივილისა და უძილობისგან დაგიცავთ.

4. წერტილზე საღამოთი მასაჟი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და წონაში დაკლებაში ხელს შეგიწყობთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

1. გაიგეთ, გემუქრებათ თუ არა ალცჰაიმერის დაავადება - 3 მარტივი ტესტი

2. ქოლესტერინის ნორმა სხვადასხვა ასაკის ქალებში განსხვავებულია

3. აშშ-ში არტერიული წნევის ახალი ნორმები დაადგინეს! აი, რამდენზე მაღალი არ უნდა იყოს

4. სცადეთ, უსახელო თითი 20 წამით გამართოთ

5. 9 ნიშანი, რომ თქვენი ღვიძლი ტოქსინებით სავსეა

6. შეამოწმეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა, უბრალოდ ხელი ყინულიან წყალში ჩადეთ

7. თუ ღამე ამ დროს გეღვიძებათ, შეიძლება პრობლემები გქონდეთ, ეს სერიოზულია!

8. ეს ერთი შეხედვით უვნებელი ჩვევები თირკმელებს ანადგურებს

9. სისხლის ცუდი ცირკულაციის 5 ნიშანი - ყურადღება მიაქციეთ

10. ინტიმური ჰიგიენა: 7 რამ რისი გაკეთებაც არ შეიძლება

11. ინფარქტის 5 ნიშანი ქალებში: რომელი სიგნალის უგულებელყოფა არ შეიძლება?!

12. ეს კოქტეილი დალიეთ და თრომბს დაივიწყებთ


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
2970
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
2970
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0