საზოგადოება კანადაში შემთხვევით მაღაზია ღია დარჩათ, მყიდველებმა არა თუ არაფერი მოიპარეს, არამედ ფულიც კი დატოვეს 2019, 27 თებერვალი, 9:14 თებერვალში კანადაში "ოჯახის დღეს" აღნიშნავენ, რა დროსაც მაღაზიების უმეტესობა არ მუშაობს. მიუხედავად ამისა, ქალაქ კინგსტონში სურსათის მაღაზია Food Basics-ი შემთხვევით ღია დარჩათ. როგორც გამოცემა Kingstonist-ი იუწყება, მოწმემ ნახა, როგორც გამოდიოდა მორიგი მყიდველი Food Basics-იდან, (სადაც არც გამყიდველი იყო და არც დაცვა), რომელსაც ხელში ეჭირა ჩერის პომიდვრის ორი ქილა, საფასური - 5 დოლარი კი სალაროში დატოვა. მოგვიანებით ადგილზე მივიდა პოლიცია. ისინი დაუკავშირდნენ მაღაზიის მენეჯერს. ადმინისტრაციამ შეამოწმა უსაფრთხოების სისტემები, ჩანაწერები და აღმოჩნდა, რომ არაფერი იყო მოპარული. 2110 7-ს მოსწონს
|