პროფილაქტიკა როგორ შევამოწმოთ და გავაუმჯობესოთ გულის მუშაობა 2019, 21 თებერვალი, 21:49
ყველას უნდა დიდხანს იცოცხლოს. დღეგრძელობა და ჯანმრთელობა კი პირდაპირ კავშირშია გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულად მუშაობასთან.
სისხლის მიმოქცევის და გულის მუშაობის დარღვევის მიზეზი შესაძლოა გახდეს დაუბალანსებელი კვება, მავნე ჩვევები და ცხოვრების მჯდომარე წესი. სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად ვერც ხვდებიან, რომ სისხლის მიმოქცევა დარღვეულია და შესაბამისად, ზომებსაც გვიან იღებენ.ეს მეთოდი დაგეხმარებათ სახლიდან გაუსვლელად, მარტივად შეამოწმოთ გულის მუშაობა. ამისთვის მხოლოდ ჭურჭელი, ყინული და წყალი დაგჭირდებათ.
ჩაასხით ჭურჭელში წყალი, ჩაყარეთ ყინული და ნახევარი წუთით ჩაყავით წყალში ხელის მტევნები, შემდეგ კი დააკვირდით თითებს. თუ თითის წვერები გაგიფერმკრთალდათ და მოლურჯო შეფერილობა მიიღეს, სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემა სახეზეა.
სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემების თავისებურება ისაა, რომ თანდათანობით, ჩუმად ვითარდებიან და საბოლოოდ კი ისეთ მძიმე შედეგებთან მივყავართ, როგორიცაა ინსულტი, ინფარქტი, გულის იშემიური დაავადებები.იმისთვის, რომ ეს მძიმე შედეგები თავიდან ავიცილოთ, პირველ რიგში კვება უნდა მოაწესრიგოთ. აი, იმ პროდუქტების სია, რომლებიც ამაში დაგეხმარებიან: 1.ნიორი ნიორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაში. ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, რაც ინსულტის და ინფარქტის რისკს ამცირებს. 2.კომბოსტო სისხლის მიმოქცევის სისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად ნებისმიერი სახის კომბოსტო გამოგადგებათ:თეთრი, ყვავილოვანი, ბროკოლი... ამ ბოსტნეულში С ვიტამინის გარდა, რომელიც სისხლძარღვების კედლებს ამაგრებს, კალციუმი და ფოსფორიცაა, რომლებიც სისხლის სიბლანტის რეგულაციაში მონაწილეობენ და ხელს უწყობენ მის დენადობას. 3.გოგრის თესლი მეცნიერთა მოსაზრებით, მაგნიუმის შემცველი საკვები სისხლძარღვებს ჯანმრთელობას უნარჩუნებს და ქოლესტერინის ნადების წარმოქმნას უშლის ხელს.ადამიანებში, რომლებიც მაგნიუმით მდიდარ საკვებს იღებენ, თრომბის წარმოქმნის რისკი ძალიან დაბალია. მაგნიუმით მდიდარია გოგრის თესლი, ასევე ნუში, არაქისი, ავოკადო, კაკალი, ისპანახი და ლობიო. 4.ჯანჯაფილი როგორც კვლევებმა უჩვენეს, ჯანჯაფილის რეგულარულად მიღების შემთხვევაში მცირდება ქოლესტერინი და თრომბის წარმოქმნის რისკი. ჯანჯაფილი ასევე წმენდს და აახალგაზრდავებს სისხლძარღვებს. 5.ზღვის პროდუქტები ზღვის ცხიმიან თევზში, მოლუსკებსა და ზღვის სხვა პროდუქტებში სისხლის მიმოქცევის სისტემისთვის აუცილებელი ელემენტებია:იოდი და ომეგა 3. პირველი მათგანი გაცვლით პროცესებში მონაწილეობს და სისხლის მიმოქცევის სისტემის მუშაობის ნორმალიზებას უწყობს ხელს. ომეგა-3 კი სისხლძარღვებს ქოლესტერინის ნადებისგან იცავს. 6.ცხარე წითელი წიწაკა კაპსაცინი, რომელსაც ეს წიწაკა შეიცავს, ქოლესტერინის დონეს ამცირებს და ხელს უწყობს ორგანიზმიდან მის გამოდევნას. 7.კენკრა ჟოლო, მოცხარი, შტოში-სალიცილის მჟავის, С ვიტამინის და რკინის საბადოებია. ამ პროდუქტების რეგულარულად მიღება სისხლის სიბლანტეს ანორმალიზებს და ამცირებს თრომბის წარმოქმნას. 8.პომიდორი პომიდორი ჩემპიონია ლიკოპინის შემცველობით. ეს მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც ცხიმების დაშლას უწყობს ხელს და ქოლესტერინს ამცირებს. რეგულარულად მოხმრების შემთხვევაში, სისხლძარღვების ათეროსკლეროზის რისკი მინიმუმამდე მცირდება. 168 შეფასება არ არის
|