სხვა ქალაქი ბუზესკუ - მეორე ბევერლი-ჰილზი. მილიონერ ბოშათა დედაქალაქი 2019, 19 თებერვალი, 20:44 ბუქარესტის (რუმინეთის დედაქალაქი) მახლობლად არის ქალაქი - ბუზესკუ, რომელსაც შეიძლება თავისუფლად ეწოდოს მეორე ბევერლი ჰილზი. მხოლოდ იქ ბოშები ცხოვრობენ, უფრო სწორად ბოშა- მილიონერები. ქალაქში 5000 ადამიანი ცხოვრობს, ქალაქში დაახლოებით 800 ფეშენებელური ვილაა, რომელთაგან თითოეული 2-დან 30 მილიონი დოლარი ღირს. მთავარი პიროვნება ქალაქში არის რუმინეთის ბოშების მეფე, ფლორიან ჩიოაბა. ეს ტიტული მამადან შვილზე გადადის. მის ხელისუფლების დაქვემდებარებაში შედის 300-ზე მეტი შეძლებული ოჯახი, რომლებიც კოლდაშის კლანს წარმოადგენენ. კლანის მთლიანი შემოსავალი წელიწადში 350-400 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 50-80 მილიონი ევროს გამოიმუშავებს მეფე. ძირითადი ყოველთვიური შემოსავალი შემოდის ჩვეულებრივი ბოშების ნამუშევარის (დაახლოებით 5-10%) გადასახადიდან. ასევე, კარგი შემოსავალი მოაქვს ყველა სახის ბიზნესს და კონტრაბანდას. ბუზესკუს მცხოვრებნი აცხადებენ, რომ ლითონით გამდიდრდნენ. ადრე, ისინი ცნობილი იყვნენ ხელნაკეთი ლითონების წარმოებით. რუმინეთში კომუნისტური სისტემის დანგრევის მერე, ბევრი ქარხანა გაკოტრდა და დაინგრა. ამ ქარხნის ლითონების გაყიდვით გამდიდრდნენ ბოშები. . მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი საკმაოდ პატარაა, ყველა სახლში მცხოვრები მილიონერია. ქალაქის მოსახლეობა პრესტიჟულია და სავალდებულოც კია მათი მაღალი შემოსავლის დემონსტრირება. ძირითადად ეს ოქროა. ოქრო კი ყველგან არის! კბილებიდან დაწყებული და სახლის ვირფასეულობით დამთავრებული. ქუჩებში შეხვდებით როგორც ძვირადღირებული მანქანებს (მერსედესის, ბმვ, ჰამერსი) ასევე, ეტლში შებმულ ცხენებს. ადგილობრივებს კვლავ უყვართ ცხენები და მათზე ზრუნავენ ქალაქის შემოგარენში. მამაკაცები 3-4 თვით მიდიან სამუშაოდ. ქალები ზრუნავენ სახლზე, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე, ბავშვების აღზრდაზე. ისინი არ იშურებენ ფულს შვილებისთვის. ბავშვობიდან მათ აქვთ ყველაფერი, რაც მათ სურთ. როდესაც ბავშვი იზრდება და მოთხოვნები აღარ არის ბავშვური, მათ ჩუქნიან ან მანქანას ან სახლს. ბუზესკუ ითვლება მილიონერ ბოშების დედაქალაქად. იქ ღარიბი ოჯახი არ არის. თითოეული სახლი მარმარილოსა და ოქროთია მორთული. თუმცა, ეს გამოიყურეაბა ძალიან პრეტენზიულად, მაგრამ ეს არის ტრადიციები და ამ ხალხის გემოვნების არჩევანი. 166 შეფასება არ არის
|