Neli Tsiklaouri Ufalo daexmaree!!
დამალე ან გაასაჩივრე
საქართველო "მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის, თუ გააჩნიათ საერთოდ ღირსება" - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სინოდის წევრებზე საუბრობს 2019, 16 თებერვალი, 16:00 დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელმაც საპატიმროში ორი წელი გაატარა, გუშინ საღამოს ციხეზე ინსულტი დაემართა . ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული მამაო ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა სამჯერ იქნა გამოძახებული. ბოლო გამოძახებაზე კი ექიმების ჯგუფი იძულებული გახდა დეკანოზი ღუდუშაურის კლინიკაში გადაეყვანათ. პირველადი მონაცემებით მამა გიორგის ინსულტის ნიშნები ანუ ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა აქვს.მას მარჯვენა ხელი და ფეხი გაუჩერდა. პირველად სასწრაფო 18;38 წუთზე დაფიქსირდა, მეორედ 19;18 წუთზე და ბოლოს კი 21;35 წუთზე მედპერსონალმა პატიმარი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში შემდგომი კვლევისთვის გადაიყვანა.ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. როგორც დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე ინტერვიუში აცხდებს, მან შეტყობისთანავე ძმის მდგომარეობის შესახებ აცნობა საპატრიარქოს, მაგრამ წარმომადგენლები იქედან არავინ არ მოსულა.ის დაბეჯითებით აცხადებს, რომ: - ... დარწმუნებული ვარ მათ ჩემი ძმის სიცოცხლე არ უნდათ და გაუხარდებათ, თუკი ჩემი ძმა საპყრობილედან ცოცხალი ვერ გამოვა".
თორნიკე მამალაძე წუხელ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემი ძმის მოკვლა უნდათ. გთხოვთ ხვალ კვირას 12 საათზე საპატრიარქოსთან მოდით და დამიდექით გვერდში. მარტო ვარ და ვერ ვშველი მამა გიორგის. თქვენი დახმარება მჭირდება.ელისო კილაძე, ლაშა ჭიღლაძე და 139 სხვა28 კომენტარი109 გაზიარებმომწონსკომენტარიგააზიარეთკომენტარებინახეთ კიდევ 19 კომენტარი
დეკანოზის ძმები საპატრიარქოს წინ საპროტყესტო აქციებს მართავენ უკვე ორი კვირაა და მას არც მალულად და არც გაცხადებულად საპატრიარქოდან არავინ შეხვედრია. დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელმაც საავადმყოფოში მოინახულა მსჯავრდებული მამაო, აცხადებს: - " სწორედ ამიტომ უნდოდა მამაოს ზიარება მთელი ორი წლის მანძილზე. მისი სულიერი მდგომარეობა, ამდენი ხანი რომ ზიარებას ითხოვდა და არც აზიარეს და არც არაფრად არ ჩააგდეს, მაგათ ნამუსზე იყოს წმინდა სინოდის წევრების და მაგათ ღირსებაზე იყოს თუ გააჩნიათ ღირსება რა მდგომარეობაშია მამა გიორგი, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის" - ამბობს ჟურნალისტებთან ინტერვიუში მიხეილ რამიშვილი.
რაც შეეხება ოჯახს, ისინი საქართველოს საპატრიარქოსთან 17 თებერვალს 12 საათზე საპროტესტო აქციას აანონსებენ. ამის შესახებ თორნიკე მამალაძემ აცნობა საზოგადოებას.
მკურნალი ექიმ მარინა გელანტიას თქმით, დეკანოზს აქვს მარჯვენა ხელისა და მარჯვენა ფეხის მიდამოში დაბუჟება. მას ესაჭიროება ინტერსიური მეთვალყურეობა, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. 34 3-ს მოსწონს
|