საზოგადოება ვისთვისაა პირადობის მოწმობის აღება უფასო 2019, 9 თებერვალი, 17:54 საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით შეცვლას ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ. საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად ფლობენ ე.წ. ლამინირებულ, ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე, მათ სახელზე არასოდეს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, პირველი თებერვლიდან პირველი მარტის ჩათვლით შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით – შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიიღონ პირადობის ელექტრონული მოწმობა. აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას, მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ასევე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.
56 1-ს მოსწონს
|