საზოგადოება საახალწლო დღეებში ყველაზე მეტი მაყურებელი „ტელე იმედს“ ჰყავდა 2019, 7 თებერვალი, 12:44 საახალწლო დღეებში სატელევიზიო რეიტინგებში ტელეკომპანია „იმედი“ ლიდერობდა. მონაცემები ყველაზე რეიტინგული „ნილსენის“ მფლობელი სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანია „თი-ვი-ემ-არს“ ეკუთვნის. ეს კომპანია ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს. http://tvmr.ge-ს ცნობით, 31 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით პერიოდში ყველაზე მეტი მაყურებელი „ტელეიმედს“ ჰყავდა, მან რუსთავი 2 ჩამოიტოვა. საყურადღებოა ისიც, რომ მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს იმედისა და რუსთავი 2-ის რეიტინგი თითქმის გათანაბარებულია. ეს მონაცემები ოფიციალური მთვლელი კომპანიისგან ქვეყნდება. 15 შეფასება არ არის
|