საქართველო განხეთქილების პიკი "ქართულ ოცნებაში" - "ძველები თუ ახლები" - რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკა ბესელია თანამოაზრეებთან ერთად? 2019, 6 თებერვალი, 15:40 საპარლამენტო უმრავლესობის მორიგი შეხვედრა “ქართული ოცნების” ოფისში – როსტომ მეფის სასახლეში დასრულდა. როგორც ცნობილია, სხდომის ფარგლებში ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ისაუბრეს, მათ შორის, გუნდის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე. როგორც ირკვევა, დაპირისპირების თემას მცირე დრო დაეთმო, ბიძინა ივანიშვილის მკვეთრი პოზიცია კი დაპირისპირებული მხარეების შერიგება იყო. შეხვედრიდან გამოსული დეპუტატები ცოტა დაბნეულები და "თვალთმაქცები" ამბობდნენ, რომ "ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის აქვს პოზიცია, რომ უმრავლესობა იყოს შენარჩუნებული, ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად არის.“ რაც შეეხება იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას, მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს უკვე არჩევნის წინაშე დგას, რადგან მას და მის მეგობრებს განსხვავებული შეხედულებები და ღირებულებები, ფასეულობები გააჩნიათ. ეკა ბესელია ამ შემთხვევაში იტოვებს რამდენიმე დღეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს თავის თანამოაზრეებთან ერთად. მისი თქმით, ეს იყო მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სხდომა ემოციურადაც. შეკითხვაზე, თუ რამდენი დღე დასჭირდება ქალბატონ ეკა ბესელიას გადაწყვეტილების მისაღებად, მან უპასუხა, რომ ეს შესაძლოა იყოს ერთი დღე, ორი კვირა ან რამდენიმე დღე. მისი თქმით, ის ამ პარტიაში მასპინძელია და არა სტუმარი: - "...როცა მე მივედი პირველად ბიძინა ივანიშვილთან, იქ დამხვდა მხოლოდ ერთადერთი ადამიანი გიორგი ტრიპოლსკი და ასე რომ, მე სტუმარი ამ პარტიაში ნამდვილად არ ვარ"... კონკრეტულად, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა: "ალბათ დადგა ის ეტაპი და მომწიფდა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმაც გადაწყვეტილება მივიღოთ. ეს ეტაპი მე უკვე დავინახე, რომ ძალიან ახლოს მოვიდა და მე არ მინდა ხელი შევუწყო სააკაშვილის რეჟიმის რეაბილიტირებას და მე არ მინდა იმ ძალადობრივ სისტემას მივცეთ საშუალება, მოტრიალდეს უკან. ჩვენ უნდა მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, აი, ამ ღირებულებით ნაწილში შეგვიძლია თუ არა ერთი გზით სიარული. ამისათვის მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად კიდევ მჭირდება რამდენიმე დღე. თუმცა სწორედ იქიდან გამომდინარე, მე არ მინდა ხელი შევუწყო, იმ ძალადობრივ სისტემას მივცე შანსი, რომ მოტრიალდეს ხელისუფლებაში. მე პირადად ავიღებდი ახლა ჩვენ შევძლებთ ახლა იმ პარტიის შენარჩუნებას, რომლის დამფუძნებელიც ვარ, რომელიც 7 წელია ჩემს ხელში ფორმირდება. ..რა თქმა უნდა სწორია, ამაზე შიგნით უნდა ვისაუბროთ, მაგრამ არის საკითხები, რომლებზეც გარეთაც უნდა ესაუბრო ხალხს და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია....მე ვერ ვხედავ, რომ აქ რამე შეიცვალოს, ეს ისეთი ღირებულებითი სხვაობაა, ვერ მოხდება ასე ერთ სივრცეში მოქცევა, ერთი მთლიანი ვერ გავხდებით პირობითად ეხლა მე და აი ის ადამიანი, რომელსაც თქვენ ახსენებდით წეღან ანუ ვანო ზარდიაშვილი..." 12 4-ს მოსწონს
|