x
image
თამილა გურაშვილი
კეპლერის ტელესკოპით აღმოაჩინეს პლანეტა, სადაც შეიძლება სიცოცხლე იყოს
image
ამ დღეებში ნასამ განაცხადა, რომ აღმოაჩინეს ჩვენს დედამიწაზე ორჯერ დიდი კოსმოსური სხეული. პლანეტაზე შესაძლოა არის წყალი და აქედან გამომდინარე, სიცოცხლეც.

აღმოჩენა გაკეთებულ იქნა კეპლერის ტელესკოპის გამოყენებით, პლანეტას ეწოდება "K2-288Bb". კოსმოსური სხეული ჩვენი პლანეტიდან 226 სინათლის წლით არის დაშორებული.

წინასწარი მონაცემებით, სუპერ დედამიწა ნეპტუნის მსგავსია: ეს არის კლდოვანი და მდიდარი გაზით. გასაკვირია, მაგრამ K2-288Bb გარკვეულ ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავს, ეს მზის სისტემის გარეთა პლანეტებისთვის დამახასიათებელი არ არის.

აღსანიშნავია, რომ ეგზოპლანეტა შენიშნეს ადინა ფაინშტეინმა( ჩიკაგოს უნივერსიტეტის ასპირანტი) და მაკენა ბრისტოუმ( ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის სტუდენტი). ისინი სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან ასტროფიზიკოს, ჯოშუა შლიდერთან ერთად.


კეპლერის ტელესკოპი დაეხმარათ, გაერკვიათ, რომ სივრცეში უფრო მეტი პლანეტაა, ვიდრე ვარსკვლავები. ცხრა წლის განმავლობაში, ტელესკოპმა შეძლო 2500-ზე მეტი პლანეტის აღმოჩენა. მათგან ორმოცდაათ პლანეტას აქვს დედამიწასთან რაღაც მსგავსება.



0
169
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0