სხვა ფრაზები ტრიუმფალური თაღიდან 2019, 28 იანვარი, 12:19 ამ სტატიაში მინდა გადმოგცეთ ჩემთვის გამორჩეული ფრაზები ერიხ მარია რემარკის ტრიუმფალური თაღიდან, შეიძლება ბევრი რამ გამომრჩეს რისთვისაც ბოდიში მომითხოვია.
>> რწმენას ადვილად მიჰყავს ადამიანი ფანატიზმამდე. აი რატომ დაიღვარა ამდენი სისიხლი რელიგიისთვის.მთელი რელიგიური მრწამსის მიუხედავად, უფრო აგრესიულად განწყობილი ხართ ჩემდამი, ვიდრე მე, ხელიდან წასული უღმერთო–თქვენს მიმართ. >>სიკვდილი - აი, რაშია ჭეშმარიტი სიდიადე, მასში აღწევს ადამიანი სრულყოფილებას, და ისიც მოკლე ხნით. >>ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც >>დედამიწაზე ყველაფრისათვის საკმარისია ადგილი. მხოლოდ ადამიანებს არა აქვთ ადგილი. >>ესმით კი საერთოდ ადამიანებს ერთმანეთის? ამას მოსდევს ყველა გაუგებრობა ქვეყანაზე >>იცხოვრო - ნიშნავს, იცხოვრო სხვებისთვის >>მორალი სუსტების მოგონილია. მარცხიან ადამიანთა საცოდავი კვნესა. >>სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად >>თუ რაიმეს გაკეთება გინდა არასოდეს იკითხო ამას რა მოჰყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ. >>იმ ქალთა შორის, რომლებიც მამაკაცის გვერდით არასოდეს დაწოლილან, მეტი მეძავია, ვიდრე მათ შორის, ვისთვისაც ეს ამბავი მწარე ლუკმა-პურად ქცეულა. >>თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ, ჩანს დავბერებულვართ. >>სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასასრული არის დასასრული. >>ყველაფერი, რისი მოგვარებაც ფულით ხერხდება, იაფია. 94 4-ს მოსწონს
|