x
image
პროფესორი
დიდი მოაზროვნეების გამონათქვამები
image

1.ადამიანები, რომელთაც მეტად ბევრი ხინჯი აქვთ, უწინარეს ყოვლისა, მათ სხვებში ამჩნევენ.

ფრენსის ბეკონი

2.ადამიანები უყოყმანოდ იჯერებენ ყოველივე ცუდს, ისე რომ არც კი ცდილობენ ჩაწვდნენ საქმის არსს.ამის მიზეზი მათი ქედმაღლობა და მცონარებაა.მათ სურთ, მიაკვლიონ დამნაშავეს, მაგრამ არ ნებავთ დანაშაულის, თუნდაც, ზერელე განხილვით შეიწუხონ თავი.


ფრანსუა დე ლაროშფუკო

3.ადამიანი არც ანგელოზია და არც ცხოველი.მაგრამ მისი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო ცდილობს ანგელოზს დაემსგავსოს, მით უფრო მეტად ემსგავსება ცხოველს.

ბლეზ პასკალი

4.ადამიანი ფიქრობს ღმერთი განაგებს.

სოლომონ ბრძენი

5.ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ ყველაფერში მართლები იყვნენ, ყველაზე ხშირად თვითონ არიან არასწორები.

ფრანსუა დე ლაროშფუკო

6.იდეალური ადამიანი ბედნიერია უკვე იმით, რომ სხვებისთვის ზრუნავს, მაგრამ რცხვენია სხვისგან წყალობის მიღება.ამაღლებული ადამიანები სიკეთეს თესავენ, მდაბალნი კი მათ იღებენ.

არისტოტელე

7.იმაზე საზიზღარი არაფერია, რომ კაცმა სულ შენ თავზე ილაპარაკო.

ჯაკომო ლეოპარდი

8.აზრები ერთიმეორეს იმისთვის ებრძვიან, რომ დასძლიონ შეცდომა და მიაღწიონ ჭეშმარიტებას.

პლატონი

9.აზრი სხვა არა არის რა გარდა იმისა, რომ საქმეა განუხორციელებელი, და საქმეც აზრია უკვე განხორციელებული.

ილია ჭავჭავაძე

10.გახსოვდეს, აზრის შეცვლა და ისეთი მოქმედება, რაც შენს შეცდომას გამოასწორებს, უფრო შეჰფერის თავისუფლებას, ვიდრე შეცდომის ჯიუტად დაცვა.

მარკუს ავრელიუსი

11.იმაზე დიდი სისულელე არ არსებობს, ვცდილობდეთ, რომ ყველაზე გონიერი ვიყოთ. ყოველ ადამიანსაც და ყოველ საქციელსაც გარკვეული მანძილიდან უნდა შევხედოთ. ზოგს ახლოდანაც გაუგებთ, ზოგი კიდე მხოლოდ შორიდან დაკვირვებით იცნობა. ყველა ცდილობს თავის ბედნიერებად ის დაისახოს, რაც მისთვის მიუწვდომელია.

ფრანსუა დე ლაროშფუკო

0
358
6-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
358
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0