ჩვენი ენა ჩვევაში, სისხლში გაჯდება, მშობლიური კი კუდამოძუებული, ქეციანი ძაღლივით განდევნილი წავა ეზოდან. გააგდე იგი, კავკასიელია, ის კეთროვანია! მისგან ყველანაირი სენი იქნება. შენ კი ძლიერი და ჯანსაღი უნდა იყო. ამასთან ერთად, გამანადგურებელი დარტყმა უნდა მივაყენოთ მათს ფსიქოლოგიას, მათ რაინდულ ბუნებას. დღესდღეობით ათასიდან ერთი კავკასიელი იკადრებს დაბეზღებას. არადა, უმრავლესობა, ყველა, ყველა უნდა იყოს დამსმენი. ჩვენ მივაღწევთ, რომ ამათ ერთმანეთის რწმენა დაკარგონ.
შვილმა მამა უნდა დააბეზღოს, მამამ-შვილი. ცოლი ქმარზე უნდა გვაწვდიდეს ცნობას. ძმა ძმას უმეთვალყურევებს. თავიდან ისინი ირგვლივ გაიხედავენ ჭეშმარიტების თქმისას. შემდეგ, შიშისაგან საერთოდ შეწყვიტავენ ჭეშმარიტების თქმას. შემდგომ, შეგნებულად დაიწყებენ ტყუილს, ლიქნას, რათა თავიდან აიცილონ შავ სიაში მოხვედრა. მერე შეწყვიტავენ სიმართლეზე ფიქრს.
სიცრუე დაისადგურებს მათ გულებში, სისხლში, სულში. გავა დრო, ისინი დაიწყებენ ცრუობას და მიიჩნევენ, რომ სიმართლეს მეტყველებენ. აი, ეს იქნება გამარჯვება!…
ჩვენ დამბეზღებელთა კარგი ქსელი გაგვაჩნია ეგრეთწოდებული ინტელიგენციის სათავეში მდგომთა, მოხელე ელიტის სახით, რომელნიც თავისი არსით მოღალატეები არიან. ამ ქსელში შევა ყველა, ვისაც კი სურს მიაღწიოს მაღალ მდგომარეობას. გინდა თანამდებობა?-ჩაუშვი. უარს განაცხადებ-ვერ წაიწევ წინ. კარიერის ყოველი ხარისხი-დასმენების სერიაა.
დროთა განმავლობაში ჩვენ დამსმენთა პრივილეგირებულ ელიტას ჩამოვაყალიბებთ. იგი ჩვენი საყრდენი იქნება. ესენი იქნებიან ადამიანები, რომელნიც იამაყებენ თავიანთი რაობით. უკვე ახლა გვყვანან იდეურად ჩვენი ერთგული მათი სისხლის წარმომადგენლები. როგორც ქურდმა იცის ქურდის კვალი, ასევე ჩვენც გვეცოდინება მათი ეთნიკური განადგურების გზები. ვინმე გიორგი მუხრანსკიმ (ბაგრატიონმა) დაწერა ძალზე საინტერესო ბროშურა ასეთი სათაურით: “ეროვნული ინდივიდუალურობის არსისა და მსხვილ ერთეულთა საგანმანათლებლო მნიშვნელობის შესახებ”. წიგნი 1872 წელს გამოვიდა.
ამ ნაწარმოების ავტორი აწგარდაცვლილი ალექსანდრე II-ის დროს მესამე განყოფილებაში მუშაობდა. მუხრანსკი კავკასიური მოდგმის მეტად დახვეწილი მცოდნე იყო-და მიგვითითა მასთან ბრძოლის ხერხები. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ამ ნაშრომს. შენც გმართებს, გაეცნო მას. თავისი მოდგმის ამხელა გამცემის მოსყიდვა ჩვენ დიდ თანხად დაგვიჯდა, მაგრამ მათ გაამაართლეს…
ისმაილს უკვე ძალა არ ერჩოდა ფეხზე სადგომად, მაგრამ მას ყველაფრის გაგონება უნდოდა; ყველაფრის, ყველაფრის, რასაც კი ეს ეშმაკი იტყოდა. იგი გავიდა დარბაზში, დალია წყალი და დაუბრუნდა სადგომს…
-…ჰო, ჰო, შენთვის ძნელია ამის გაგება. საქმე ისაა, რომ კავკასიაში, ძირითადად, ერთი წარმომავლობის ტომები მოსახლეობენ.
ოდესღაც ეს ერთი ერი იყო. ჩამოგითვლი მათ: ვაინახები, ადიღეელები, ქართველები, ავარები და მათი მონათესავე ტომები, თურქებში ასიმილირებული აგვალები, ბასკები პირენეებზე- ეს ერთი სისხლის ხალხია.
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მათ მონათესავე ენა აქვთ. აი, თუნდაც, ოსები; მათაც კავკასიური სისხლი აქვთ, მაგრამ ენით განსხვავებულნი არიან. ყველა ეს ხალხი ძმებია. გარეშე ძალთა მეცადინეობით ეს ერთი მძლავრი ერი ტომებად იქნა დანაწევრებული. თავისი ერთიანობით იგი ძლევამოსილი იყო.
მიუდგომელი, მტკიცე და თავზარდამცემი. საუკუნეთა მანძილზე მძლავრ იმპერიათა ტირანები იბრძოდნენ მათ წინააღმდეგ. როდესაც ცნობილი გახდა, რომ მახვილით ვერას მიაღწევდნენ და აბორგებულნი კიდევ უფრო დაუმორჩილებელნი ხდებოდნენ, მაშინ სხვა სახის იარაღი იქნა გამოყენებული, საზარელი იარაღი-უნამუსობა, პირდაპირ რომ ვთქვათ-ამ მოწამლულ მახვილს აწერია: “გათიშე და იბატონე!”. და აი, ყველა ტომმა თავი ერად გამოაცხადა. მათ სხვა და სხვა სარწმუნოება შთააგონეს.
გადმოცემები უძველესი ერთობის შესახებ თანდათან მივიწყებას მიეცა. განკერძოებამ ენები დააშორიშორა.
მათი ერთმანეთზე წაკიდება კი ადვილი საქმე გახდა. ტირანები ქრისტიან კავასიელებს ჩასჩიჩინებდნენ: “დევნე მუსულმანებიო!”, ხოლო მაჰმადიან კავკასიელებს კი-“დევნე ქრისტიანები!”. ძმები ძმათა სისხლს ღვრიან, ფიქრობენ რა, რომ ღვთივსათნო საქმეს სჩადიან. მაგრამ სადაა ჭეშმარიტება? სიმართლე გამასხრებულია! მან საკუთარი თავი მიიჯაჭვა: ზრდილობა, კეთილშობილება, ღირსება, სინდისი, სულგრძელება; ჩვენ გავთავისუფლდით ამ ქიმერებისაგან. გაიგე, რომ თავხედობა და უღირსობა შეუდარებელი თვისებებია ბრძოლაში…
იგრძნობოდა, რომ უფროსი თანდათან თვრებოდა. მისი ხმა და ენის ბორძიკი ამჟღავნებდა ამას. სიმთვრალემ ვერ დაუნისლა გონება-იგი არასოდეს კარგავდა მასზე კონტროლს.
სიმთვრალისას მისი საუბარი უხეში ხდებოდა, ხოლო ქცევა კი მის ნამდვილ ბუნებას ამჟღავნებდა. ფხიზელ მდგომარეობაში ცივად თავაზიანი იყო. თავისი ველური ბუნების დაურვებით ხამოვი ცდილობდა თავაზიანი იერი ქონოდა. სიმთვრალე სათნოების ნიღაბს აშორებდა მას. უფროსი შიშვლდებოდა.
-და მაინც, მინდა შეგეკითხოთ: ნუთუ ასეთი დაბალი წარმოდგენისა ხართ იმ კავკასიელებზე, რომელნიც ჩვენთან მსახურობენ? მათშიც ხომ არიან დიდი თანამდებობის პირები?
მუშტის დაკვრისაგან მაგიდა ძირს დაენარცხა, ჭიქამ გაიწკრიალა, მაგიდაზე დაგორდა, დაეცა და გატყდა…-სახედარო! მთელი ღამეა, გიმტკიცებ, რომ ისინი ღორები არან. უბინძურესი ღორები.
არა, კიდევ უარესი. პრე-ზერ-ვა-ტი-ვე-ბი! გეუბნები: ესენი პოლიტიკური პრე-ზერ-ვა-ტი-ვე-ბი არიან! რატომ? ისვრებიან და იცვითებიან ისინი, ჩვენ კი სიამოვნებას ვიღებთ. როგორ ექცევიან მათ, როცა ინტიმური აქტი დასრულებულია? მოისვრიან!… ხა! დიდი ჩინები! ხა! ხა! ხა! დიდი ზომის რეზინებიც არსებობენ. არ იცოდი? მიმართე სამედიცონო ცნობარს…
ისმაილი გულში აუტანელ ტკივილს გრძნობდა. მისი სხეულის ყველა უჯრედი შეურაცხყოფილი იყო, განადგურებული, ფურთხში გასვრილი. ჯერ კიდევ ცნობიერად მოთოკა კაბინაში შევარდნისა და მათი ჩაცხრილვის სურვილი.
ეს ცოტა იქნებოდა, ძალიან ცოტა. რაღაც სხვაა გასაკეთებელი, უფრო დიდი, მაგრამ რა?… სურხო? ჰო, სურხო. მხოლოდ სურხო…
იგი დარბაზში აღმოჩნდა და სკამზე დაეცა. ხელები უცახცახებდა, მთელს ტანში კანკალი და კრუნჩხვები გასდიოდა. დიდხანს ვერ დაიმშვიდა ნერვები. როგორ მივიდეს მათთან? სძულდეს და მშვიდად ესაუბროს მათ? მაგრამ საჭიროა.
პაპიროსები ნაგვის ყუთში მოისროლა.
“ვეცადე, მაგრამ მათ არ მივცემ”… კაბინისკენ გაემართა.-აჰ, სად დაიკარგე, კარგო კაცო? იშოვე მაინც?-არა-უხეშად მიუგო ისმაელმა.
უფროსმა ვერ გაუგო ტონს. იფიქრა, ალბათ, წარუმატებლობას უჩივისო.-არაფერია, არ იდარდო. გავძლებ მათ გარეშე…