სხვა ფრაზები ფილოსოფოსებისგან,რომლის შესახებაც შეიძლება არ იცოდით 2018, 28 დეკემბერი, 20:15 "არასდროს დაფიქრდე იმაზე, თუ რა გკითხეს, იფიქრე იმაზე, თუ რატომ გკითხეს. თუ გამოიცნობ რატომ გკითხეს, მიხვდები როგორ უნდა უპასუხო" მაქსიმ გორკი "სამწუხაროდ, ადამიანს არასდროს არ ეკითხებიან თუ რისი კეთება შეუძლია, მათ უბრალოდ აინტერესებთ, თუ რომელ სასწავლო დაწესებულებაში აქვს მას განათლება მიღებული" ადოლფ ჰიტლერი - დიახ - შეაწყვეტინა საუბარი სიკვდილმა - მხოლოდ მცირე პრაქტიკაა. თავიდან მცირე ტყუილები უნდა დაიჯერონ. - იმისთვის, რომ შემდეგ დიდი ტყუილებიც ირწმუნონ? - დიახ, სამართლიანობა, მოწყალება და სხვა.”
ტერი პრატჩეტი - “ტახიპაპა”
"დღეს, ისევე როგორც ყოველთვის, ადამიანი, რომელსაც არ ეშინია სიკვდილის, ნებისმიერ ძალაუფლებაზე მაღლა დგას" ერნსტ იუნგერი "- რა არის თქვენი უზენაესი მიზანი? - რომ ვიქცე უკვდავად და შემდეგ მოვკვდე." ჟან-ლიუკ გოდარი - მხ/ფ "უკანასკნელ ამოსუნთქვაზე" ადამიანები უყოყმანოდ იჯერებენ ყოველივე ცუდს, ისე, რომ არც კი ცდილობენ ჩაწვდნენ საქმის არსს.ამის მიზეზი მათი ქედმაღლობა და მცონარებაა.მათ სურთ მიაკვლიონ დამნაშავეს, მაგრამ არ ნებავთ დანაშაულის, თუნდაც, ზერელე განხილვით შეიწუხონ თავი. ფრანსუა დე ლაროშფუკო "ბრიყვი ორი ნიშნის მიხედვით შეიძლება გამოვიცნოთ: ის ბევრს ლაპარაკობს მისთვის უსარგებლო საგნებზე და გამოთქვამს აზრს, რის შესახებაც არ ეკითხებიან." პლატონი შენი ცხოვრება შენს ფიქრებს ემსგავსება-ოქტავიანე ავგუსტუსი იმისთვის, რომ ერთ ცოდვას გაექცნენ, სულელები მეორეში ცვივიან-ჰორაციუსი სპარტელებს არ გვაინტერესებს რამდენნი არიან მტრები, ჩვენ გვაინტერესებს სად არიან ისინი. "ყველაზე მნიშნვნელოვანი ნიჭი ალბათ იმ საკითხებზე ნერვიულობსგან თავის არიდებაა, რომელიც შენ არ გეხება" ლუდვიგ ვიტგენშტაინი "ბრძოლის ველზე ყველაზე საშიშნი არიან სამხედრო გენიოსები და აბსოლუტური იდიოტები, მაგრამ იდიოტები გენიოსებზე მეტადაც კი, რადგან მათი ქცევების პროგნოზირება სრულიად შეუძლებელია" ნაპოლეონ ბონაპარტი ''დიდ სირთულეს, უფრო დიდი გამარჯვება გადალახავს''. ეპიკურე 256 4-ს მოსწონს
|