x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
15 ყველაზე ცნობილი ქართველი ნინო
image

27 იანვარს საქართველოში აღინიშნება წმ.ნინოს ხსენების დღე, როგორც ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელი საქართველოში.

ისევე როგორც წმ. გიორგი, ქართველი ხალხისთვის წმ. ნინო ერთ-ერთი უპირველესი წმინდანია.

ამაზე მეტყველებს ისიც, რომ საქართველოში გავრცელებულ სახელებს შორის მას საპატიო მესამე ადგილი უკავია.




ნინო იტალიური სახელია და ძირითადად გავრცელებულია საქართველოში, როგორც ქალის სახელი, თავად იტალიაში, ესპანეთში(Niño) და საბერძნეთში ნინო მამაკაცის სახელია, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში, ხოლო სლავურ ქვეყნებში ნინო გავრცელდა, როგორც ნინა.

მოდით გავიხსენოთ ის ცნობილი 10 ქართველი ნინო.



1) ნინო რამიშვილი(1910-2000) ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის დამაარსებელი(ილიკო სუხიშვილთან ერთად). იყო მისი წამყვანი მოცეკვავე, ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი.სახელმწიფო და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი.სახელოვნად აგრძელებს მის გზას ნინო სუხიშვილი უმცროსი.

imageimage

2)ნინო დუმბაძე-(1919-1983)სპორტსმენი, ბადროს მტყორცნელი, პირველი ქართველი მსოფლიო რეკორდსმენი მძლეოსანი ქალი;სსრკ, ევროპის და მსოფლიო სტუდენტობის თამაშის ჩემპიონი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი:მე-3 ადგილი.

image

3)ნინო ჩხეიძე-მსახიობი(დაბ.1919)1943 წლიდან იყო კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია; განასახიერა 150-მდე სხვადასხვა ხასიათის როლი, მაყურებელი იცნობს ფილმებიდან:"მაგდანას ლურჯა", "კარდაკარ", "მიხა", "ერთი ცის ქვეშ", "მე ვხედავ მზეს", "ხათაბალა", ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" "დათა თუთაშხია" 'სამოთხის გვრიტები"და სხვა.

image

4)ნინო სურგულაძე-(დაბ.1977)-მომღერალი, მეცო-სოპრანო, ; მღერის კონტრაქტებით მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრებში, მილანის ლა-სკალადან დაწყებული და ტოკიოთი დამთავრებული, გადაღებულია რამდენიმე ფილმში: "მეტიჩარა", "ვალსი პეჩორაზე", პლაჩიდო დომინგოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში "ოპერა"; მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო კონცერტებში მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავებთან ერთად.არის "ოპერის ოსკარის"(2016) მფლობელი და იტალიის ვარსკვლავის ორდენის კავალერი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის მფლობელი.

image


5)ნინო სალუქვაძე-(დაბ.1969წ.)სპორტსმენი, მიზანში მსროლელი, სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი .ოქროს და ვერცხლის(1988წ.) და ბრიჯაოს(2008 წ.)სპორტის დამსახურებული ოსტატი.

image


6) ნინო მაჩაიძე-(დაბ.1983წ)ქართველი საოპერო მომღერალი, სოპრანო.ბოლოდროინდელი გამოკითხვებით იგი შედის მსოფლიოს საუკეთესო მომღერალ ქალთა პირველ ხუთეულში, ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვოკალისტია და მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრებში მოღვაწეობს.ნინო მაჩაიძემ კონცერტებითა და ცნობილი არიებით მსოფლიო მოიარა. იგი მღერის მთავარ პარტიება, ხსნის და ხურავს საოპერო სეზონება. უკვე მრავალჯერ აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ და მსოფლიოს ლამაზი საოპერო მომღერლების ათეულში შეიყვანეს.ამჟამად ცხოვრობს მილანში.

image



7)ნინო ანანიაშვილი-(დაბ.1963წ)ქართველი პრიმა-ბალერინა, საქართველოს სახალხო არტისტი (1989), რუსეთის სახალხო არტისტი (1995).

1993-2009 წლებში ამერიკული ბალეტის თეატრის (ABT) მიწვეული პრიმა-ბალერინა

სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. ნინო ანანიაშვილი პირველი ბალერინაა, რომელსაც ხელოვნების დარგში მიღწევებისათვის რუსეთის ეროვნული პრიზი „ტრიუმფი“ მიენიჭა.1997 წელს ნინო ანანიაშვილს ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მიანიჭა „წლის საუკეთესო ქალბატონის“ წოდება.


image


7)ნინო ჭავჭავაძე-(1812-1857)-ქართველი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი, პოეტ ალექსანადრე გრიბოედოვის მეუღლე.ულამაზესი ქალი, რომელიც წლების განმავლობაში სილამაზის ეტალონად იქცა, ამასთანავე ნინო იყო ყო შეუდარებელი მუსიკოსი, მომღერალი, მოცეკვავე, ოჯახური სპექტაკლების რეჟისორი და მსახიობი-შემსრულებელი, აგრეთვე ხატვაც ეხერხებოდა.აქ არ შეიძლება არ გაგახსნედეთ გიორგი ლეონიძის შეუდარებელი ლექსი:

თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი,

ახლაც მინათებს შენი მშვენება...

შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს

არ უწერია გადაშენება!

image


8)ნინო ხარატიშვილი-(დაბ.1983წ.)-გერმანულენოვანი ქართველი დრამატურგი, რეჟისორი და მწერალი.არის სამი წიგნის და 14 პიესის ავტორი, ამჟამად ნინო ხარატიშვილი ცხოვრობს ჰამბურგში და მუშაობს გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სხვადასხვა თეატრში. მისი პიესები წარმატებით იდგმება ვენაში, მოსკოვში, ვისბადენში, ბერლინში, ჰამბურგში, თბილისში და სხვაგან.

არის ადალბერტ ფონ შამისოს სახელობის და გერ­მა­ნი­ის და­მო­უ­კი­დე­ბელ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრემიის ლაურეატი(რომანისთვის "ჩემი ნაზი ტყუპისცალი").

image



9) ნინო ქათამაძე(დაბ.1972წ.)-ქართული ჯაზური მომღერალი და სიმღერების ავტორი, ამასთანავე ჯგუფ "ინსაიდის" სოლისტი.ორჯერ იქნა დასახელებული საქართველოს წლის საუკეთესო მომღერლად(2002 და 2003 წელს)

image


10) ნინო ჩხეიძე-(დაბ.1981წ.) ქართველი პოპ-მომღერალი, პირველი სიმღერა 1997-1998 წლებში ჩაწერა: მაცაცო სებისკვერაძის“ჩემი გული", თუმცა განსაკუთრებით დიდი პოპულარობა 2005 წელს ჩაწერილი მარეხ გოძიაშვილის 60-იანი წლების ჰიტით-“წაღვერი და თბილისის” შემდეგ მოიპოვა.

image


11) ნინო ბურჯანაძე-(დაბ.1964წ) ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნოემბრიდან 2008 წლის ივნისამდე, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის ორგზის მოვალეობის შემსრულებელი: ნოემბრიდან 2003 წლის იანვრის ჩათვლით, 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის იანვრამდე.

2009 წლიდან პარტია დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერი.

გამოქვეყნებული აქვს ოცამდე სამეცნიერო ნაშრომი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მათ შორის ერთი მონოგრაფია ახალი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციების იურიდიულ საკითხებზე.

image


12)ნინო ხურციძე(1975-2018)-საერთაშორისო დიდოსტატი (1993), საერთაშორისო ოსტატი კაცთა შორის (1996). საქართველოს ორგზის ჩემპიონი ქალთა (1989, 1993) და კაცთა შორის (1998). ევროპის ჩემპიონი (1992), ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (1993, 95) 20-წლამდელთა შორის. მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების მეორე (2000, თავის დაფაძე მოიპოვა მცირე ოქროს მედალი) და მესამე (1998) პრიზიორი. მსოფლიო უნივერსიადის სამგზის ჩემპიონი (1994, 1996 — გუნდური, 1998 — პირადი). მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მონაწილე (2004) და ზონალური ტურნირების მონაწილე (1993, 1996).

image


13)ნინო სალია-ქურციკაშვილი(1898-1992)-ისტორიკოსი და ფილოლოგი, მეცნიერის და ისტორიკოსის კალისტრატ სალიას მეუღლე.

1948 წლიდან სალიების ინიციატივითა და სახსრებით, ასევე, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის დახმარებით, პარიზში გამოვიდა ქართულენოვანი ისტორიული, ლიტერატურული და სამეცნიერო ჟურნალი – "ბედი ქართლისა". 1958 წლიდან ჟურნალს ეწოდა "ბედი ქართლისა – რევიუ დე ქართელოლოჟი" ("ბედი ქართლისა – ქართველოლოგიური მიმოხილვა"). სტატიები იბეჭდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ყოველწლიურად გამოდიოდა ჟურნალის ერთი ან ორი გაერთიანებული ტომი (1984 წელს გამოვიდა ბოლო – 41-ე ტომი).

ნინო სალიას მეცნიერული ნაშრომებია: 1. ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები, 1971; 2. წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევის შესახებ, 1972; 3. საქართველო: (ისტორიულ–კულტურული მიმოხილვა). თანაავტორები: კ. სალია და ვ. ბერიძე, 1972; 4. პორტუგალიური მასალები ქეთევან დედოფლის წამებაზე, 1973.

1980 წელს, სალიებმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტს შესწირეს უძვირფასესი ბიბლიოთეკა, რომლის ბაზაზეც შეიქმნა სალიების კაბინეტი–ფონდი. წიგნადი ფონდი განსაკუთრებით მდიდარია ქართველოლოგიური და ორიენტალისტური ლიტერატურით, ლექსიკონებით, ენციკლოპედიებითა და სხვა უნიკალური გამოცემებით, რომლებიც მთელს მსოფლიოში ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად არის მიჩნეული. დღეს ხელნაწერთა ცენტრში გახსნილი ნინო სალიას სახელობის ბიბლიოთეკით ბევრი მეცნიერი სარგებლობს. აქ დაცულია 4400 ერთეული წიგნი და პერიოდული გამოცემა ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, ბერძნულ, ესპანურ, ლათინურ და სხვა ენებზე. მემორიალურ კაბინეტში ინახება კალისტრატე და ნინო სალიების პირადი ნივთები, რომლებსაც სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი აქვთ მინიჭებული.

image

14)ნინო აბესაძე(დაბ.1965წ)-ისრაელის პოლიტიკოსი, ქნესეთის დეპუტატი პარტია "კადიმის" რიგებიდან 2009-2013 წლებში.

დაიბადა თბილისში, რეჟისორი ოთარ აბესძისა და სვეტლანა ზაბინოვიჩის (მოლდოველი ებრაელი) ოჯახში . 23 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში.ფლობს ივრითს, ფრანგულ, რუსულ და ქართულ ენებს.

image

15)ნინო ოძელაშვილი(დაბ.1990წ.)-პირველი ქართველი გოგონა ისტორიაში, რომელიც ევროპის(2016) და მსოფლიო ჩემპიონი (2018)გახდა სამბოში.

image

გილოცავთ წმ. ნინოს ხსენების დღეს

image

6
538
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
538
  
2019, 27 იანვარი, 22:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 27 იანვარი, 11:57
:დ :დ აიიტ, ვუპოვეთ.
2019, 27 იანვარი, 11:46
დაირქვას ნინო და არა ნინი და არ გამომრჩებოდა))))
2019, 27 იანვარი, 11:33
ნინო ბადურაშვილი რაფერ გამოგრჩათ სსიმონ... :დ
2019, 27 იანვარი, 9:43
გაიხარე ნინო
2019, 27 იანვარი, 9:33
რა კარგი სტატიაა.....მადლობა მოლოცვისთვის. მეც ვულოცავ ყველას ნინოობას
0 1 6