x
image
გემი დალანდი
ბროწეულის 10 საოცარი თვისება, რომელთა შესახებ შესაძლოა არ გსმენიათ
image

ბროწეული ადამიანისთვის უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ზოგიერთის მოსაზრებით, სწორედ ბროწეულია ის აკრძალული ნაყოფი, რომელიც ადამმა და ევამ გასინჯეს. ბერძნულ მითოლოგიაში, ბროწეული აფროდიტემ დარგო. ამ მითებზე დღეს არ შევჩერდებით. ბროწეული სასარგებლო ხილია, მაგრამ ამ 10 თვისების შესახებ, რომელიც მას გააჩნია, შესაძლოა ბევრს არც სმენია. აი, რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ბროწეული:

1. ააქტიურებს ჰორმონებს

ზეთი, რომელსაც ბროწეულის კურკები შეიცავენ, ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს აღადგენს. ამიტომ, რეკომენდებულია მისი მირთმევა მტკივნეული მენსტრუაციის, თავის ტკივილის და კლიმაქსის პერიოდში.


image

2.ბუნებრივი ინსულინი

ბროწეული ერთერთია იმ მცირე “ტკბილეულიდან" რომელთა მირთმევა დიაბეტიკებისთვის არა მარტო დასაშვები, არამედ სასარგებლოცაა. დღეში მხოლოდ 4 ჩაის კოვზი ბროწეულის წვენი შესამჩნევად ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.

image

3.მაღლა სწევს ჰემოგლობინს

ბროწეული ძველი დროიდან გამოიყენება ანემიის წინააღმდეგ სამკურნალოდ. ადამიანებმა, რომელთაც სისხლნაკლულობა აწუხებთ, 0, 5 ჭიქა ბროწეულის გაზავებული წვენი უნდა მიიღონ ორი თვის განმავლობაში, ყოველდღე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.image

4. პირის ღრუს და ყელის დეზინფექცია

ანგინის, ფარინგიტის ან სტომატიტის დროს, პირის ღრუსა და ყელში ბროწეულის ქერქის ნახარშის ან ბროწეულის წვენის გამოვლება სასარგებლოა. მთრიმლავი ნივთიერებები ტკივილს აქრობენ, ორგანული მჟავები კი ინფექციას ებრძვიან.

image

5.დაბლა სწევს წნევას

ბროწეულის კურკები წნევას თანდათანობით დაბლა სწევენ და არც გვერდითი მოვლენები გააჩნიათ. ბროწეულის შიგნით არსებული თეთრი აპკი კი, თუ მას გააშრობთ და ჩაის დაუმატებთ, ნერვულ სისტემას აწყნარებს და ღამის ძილს აწესრიგებს.

image

6.კოსმეტიკური საშუალება

ოდნავ მოხალული, დაფქული და ზეთში არეული ბროწეულის ქერქი შესანიშნავი საშუალებაა მათთვის, ვისაც ცხიმიანი კანი, გამონაყარი თუ ანთება აქვს სახეზე. გამშრალი და დაფქული ბროწეულის ქერქი კი შესანიშნავი საშუალებაა დამწვრობის, ნაკაწრებისა თუ ნახეთქებისთვის.

image

7.აქრობს ანთებას

ბროწეულის ქერქის ნახარში სასარგებლოა სხვადასხვა ანთებითი დაავადებების დროს(ყურები, თვალები, სახსრები, გინეკოლოგიური ორგანოები, თირკმელები).

2 ჩ.კ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ წყლის აბაზანაზე 30 წთ-ით, გაწურეთ და ცხელი წყლით გააზავეთ. მიიღეთ 50 გრამი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

image

8.გამოაქვს რადიაცია

ბროწეული შეუცვლელი პროდუქტია მათთვის, ვინც რადიოაქტიურ იზოტოპებთან მუშაობს ან მომატებული რადიაციის ზონაში ცხოვრობს.

image

9. ძლიერი ანტიგლისტური საშუალება

მწიფე ბროწეულის ქერქი შეიცავს ალკალოიდებს:პელტერინს, იზოპელტერინს და მეთილიზოპელტერინს, რომლებიც მძლავრი ანტიგლისტური მოქმედებით გამოირჩევიან.

40-50 გრამი დაქუცმაცებული ქერქს დაასხით 400გრ. ცივი წყალი და გააჩერეთ 6 საათით. შემდეგ კი ნელ ცეცხლზე წამოადუღეთ, სანამ სითხე არ განახევრდება. გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ, გაწურეთ და დალიეთ ერთი საათის განმავლობაში, პატარა ყლუპებით. ერთი საათის შემდეგ მიიღეთ მოსადუნებელი საშუალება, 4-5 საათის შემდეგ კი ოყნა გაიკეთეთ.

image

10.დიარეის საწინააღმდეგო საშუალება

ბროწეული შემკვრელი მოქმედებით ხასიათდება, ამიტომ მას ფაღარათის, კოლიტი და ენტეროკოლიტის საწინააღმდეგოდ იყენებენ. მოზრდილებმა, ამ მიზნით, გამხმარი და დაფქული ბროწეულის ქერქის მწიკვი უნდა მიიღონ სამჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. ბავშვებისთვის კი ახალგამოწურული წვენიც საკმარისია, რომელსაც წყალში გააზავებთ თანაფარდობით 1:1

image

1
161
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
161
  
2019, 24 იანვარი, 19:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1