დიეტოლოგია როგორ მოვატყუოთ გასუქების ჰორმონები და დავიკლოთ ეშმაკურად 2019, 24 იანვარი, 0:33 ზედმეტი წონისას მჯდომარე სამუშაოსა და ტკბილეულის სიყვარულის გარდა დამნაშავე შეიძლება ჰორმონებიც იყოს. თუ თქვენ თვეზე მეტია ცილოვან დიეტაზე ხართ, წონა კი ერთი გრამითაც არ მოდის ქვევით, ან პირიქით, იმატებს, ამის მიზეზი შეიძლება ესტროგენები იყოს. ამ დროს პროტეინის შემცველი პროდუქტი მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. შემოგთავაზებთ იმ ჰორმონების სრულ აღწერას, რომლებიც წინ გვეღობებიან სასურელი წონის მიღწევისკენ მიმავალ გზაზე. 1. ესტროგენი ესტროგენის დონის მომატებისას სულერთია, მაინც მოიმატებთ, რა რაოდენობის საჭმელიც გინდა ჭამოთ, თუნდაც სულ ცოტა. ამასთან, ზედმეტი კილოგრამები ლაგდება თეძოების არეში. მენსტრუალური ციკლი არარეგულარული ხდება, ამას ემატება თავის ტკივილები და ზედმეტი ემოციურობა. ხშირდება თმის ცვენა, უარესდება მეხსიერება და ძილი.ესტროგენის დაგროვებას ხელს უწყობს ხორცი.* სეროტონინის ბუნებრივ წყაროდ ითვლება კვერცხი, კაკალი და ანანასი. სეროტონინს ასევე ამაღლებს მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა და მზეზე ყოფნა. 3. გრელინი გრელინი - ეს ის ჰორმონია, რომელიც თავად გიწყვეტს, რომ გშია. ის ყველაზე დიდი "ბოროტმოქმედია", თუნდაც მთელი წელი იყოთ დაბალკალორიულ დიეტაზე, მისი დონე მაინც აიწევს. მას შეუძლია ყოველთვის გადაინახოს ქონი მარაგში. *მისი მოტყუება კი ძალიან ადვილია. ამისათვის საჭიროა, მივირთვათ ის პროდუქტები, რომლებიც კუჭის კედლებს გასწევს, ასეთებია: ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული. მათი ჭამის მერე თავს მაძღრად ვგრძნობთ. ამოიღეთ რაციონიდან შაქარი და მაღალკალორიული პროდუქტი. * გრელინის მაღალ დონესთან საბრძოლველად საუკეთესოა ძილი და ნაკლები სტრესი. 6-8 საათიანი ძილის შემდეგ სისხლში ამ ჰორმონის კონცენტრაცია მცირდება. აქვე აღსანიშნავია, რომ მისი ძალიან დაბლა დაწევა მოქმედებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. 4. ნეოროპეპტიდი Yთუ სისხლში ნეიროპეპდიდი у მომატებული გაქვთ, თქვენი მადა აუცილებლად ზღვარგადასული იქნება. ეს ჰორმონი მთავარი დამნაშავეა არა მარტო წონის მატების, არამედ კლინიკური გახციმოვნებისაც. ამ დროს ქონის ნაკეცები ლაგდება წელის გარშემო, თეძოებსა და დუნდულებზე. გარდა ამისა, ორგანიზმი განიცდის ემოციურ ქარიშხალს: ჩნდება ფორიაქი, იმატებს აღგზნებადობა და იწყება თავის ტკივილები, ძლიერდება ოფლიანობა, ჩნდება პიგმენტური ლაქები, იმატებს არტერიული წნევა. *გამორიცხეთ რაციონიდან პროდუქები შაქრის მაღალი შემცველობით, სუნელები და სანელებლები, რადგან ისინი მადას აღვივებენ.
5. პტოლაქტინი
პროლაქტინის სიჭარბე იწვევს წონის მკვეთრ მატებას. ქალებს უჩნდებათ სახეზე თმიანობა, ერჭვევათ მენსტრუალური ციკლი. კაცებს ეზრდებათ ძუძუსთავები. ამ სიმპტომების შემჩნევისას საჭიროა მიმართოთ ექიმს.
* რა თქმა უნდა აუცილებელია ექიმს მიმართოთ, მაგრამ ჟენშჩენის მიღება ეხმარება ჰორმონალური ფონის ნორმირებას.
6. გლუკოგენის დეფიციტი
გლუკოგენი აქვეითებს მადას და შესაბამისად ცხიმების დაგროვებაც არ ხდება. ამ ჰორმონის დონე ქვეითდება გადატანილი სტრესის შენდეგ და ჩნდება გაძღომის მოთხოვნილება. თუმცა ხშირად გლუკოგენის უკმარისობა თირკმელების და ღვიძლის პრობლემებზე მიგვითითებს. * გლუკოგენის დონის ასაწევად საჭიროა უარი ვთქვათ კვებათშორის დიდ დაშორებებზე. ჰორმონი დაიწყებს ორგანიზმის ცხიმოვანი მარაგის განლევას. ძალიან კარგი იქნება თუ 30 წუთიან ვარჯიშებსაც მივაშველებთ.
7. ადრენალინის დეფიციტი
ადრენალინი (იგივე ეპინეფრინი) აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, წვავს დაგროვილი ცხიმის მარაგს. არენალინი - ეს პირველ რიგში მძაფრი ემოციებია, რომელიც ჩნდება ექსტრემალურ გარემოებებში. თუ დიდი ხანია ეს ემოცია არ განგიცდია, უკვე დროა! ამასთანავე გახდებით. * საჭიროა იცოდეთ, რომ ჩვეულებრივი კვებისას ადრენალინი ცხიმისდამწველ ეფექტს არ მოგვცემს. საჭიროა შეამციროთ თეთრი პური, სიმინდი, ბრინჯი, მოხრაკული სტაფილო. ადრენალინის გმოყოფას ხელს უწყობს საშინელებათა ფილმები, კომპიუტერული თამაშები, საშიში ატრაქციონები. თუ ამათ დიეტასა და სპორტულ ვარჯიშებსაც დაამატებთ, შედეგი შესამჩნევი გახდება.
8. ტეტოსტერონი
ტეტოსტერონი მამაკაცური ჰორმონია, მაგრამ ქალის ორგანიზმისთვისაც აუცილებელი. მისი მომატებისას ქალებში სხეულის მასა იმატებს. ცხიმი მკერდზე, მკლავებსა და კისეში გროვდება.
* ამ ჰორმონის დონის დაბლა დასაწევად მოგვეხმარბა: სოია, ყავა, მწვანე ბოსტნეული, რაფინირებული ტკბილეული შეცვალეთ ფინიკით, სასარგებლოა ტკბილი ვაშლი და გარგარი.
აქ წარმოდგენილი რჩევები კი მხოლოდ ზოგადი ხასიათისაა, თუ ამჩნევთ, რომ ჰორმონალური დარღვევები გაქვთ, მაინც უმჯობესია ექიმს მიმართოთ.
377 5-ს მოსწონს |