x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძილი ჩვენი არსობისა – ადამიანი ძილის გარეშე მხოლოდ 3 დღე ძლებს

დავიძინოთ თუ არა? – ეს რა თქმა უნდა, რიტორიკული კითხვაა. მაგრამ, მაინც გავარკვიოთ, რაში გვჭირდება ძილი?


ძილი – პერიოდულად განმეორებადი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროს ტვინის აქტივობა და რეაქციები გარე ფაქტორებისადმი მინიმუმამდეა შემცირებული. ადამიანი ამ პასიურ "დროს ტარებაზე, " ცხოვრების მესამედს ხარჯავს. რამდენად გამართლებულია ეს სიტუაცია და რატომ უნდა დავხარჯოთ ძილზე დრო?


image

imageადამიანების და ცხოველების ძილი. ადამიანის გარდა, ძილი ნებისმიერი ძუძუმწოვარს, ქვეწარმავალს, თევზს, ფრინველს და ზოგიერთ მწერს ესაჭიროება. ცხოვრების წესის მიხედვით, ძილის წეს-ჩვეულება განსხვავებულია. ფაუნის ზოგიერთ წარმომადგენელს ძილი შეუძლია ფეხზე დგომით (ცხენი), ცურვით (მცურავე ცხოველები), თავდაყირა (ღამურა) და ფრენის დროსაც კი (ფრინველები გადაფრენისას). ზოგიერთები იმასაც ახერხებენ, რომ თავის ტვინის ნახევარსფეროების მონაცვლეობით იძინებენ (დელფინები).

ძილის დიდი მნიშვნელობა და აბსოლუტური აუცილებლობა თუნდაც იმით მტკიცდება, რომ საკვების გარეშე ადამიანს შეუძლია 1 თვე და მეტხანს იარსებოს, ხოლო უძილობა ორგანიზმში შეუქცევად პროცესებს და 5–7 დღის შემდეგ, ლეტალურ შედეგს იწვევს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები უძილობის I დღიდან ექმნება (დაღლილობის შეგრძნება, ყურადღების დაქვეითება და გულმავიწყობა) და რაც დრო გადის, მდგომარეობა სულ უფრო მეტად რთულდება, – ერღვევა მოძრაობის კოორდინაცია, უქვეითდება მხედველობა და მეტყველების უნარი, აქვს გულისრევის შეგრძნება... III დღეს გონება ისე ერევა, რომ ჰალუცინაციას და რეალობას ერთმანეთისგან ვეღარ არჩევს, ხოლო VI დღეს – კიდურების კანკალი ეწყება, დროდადრო გონებას კარგავს და შეშლილივით იქცევა.

და აქ ისმის კითხვა: ისეთი მნიშვნელოვანი რა ხდება ჩვენს «არამენტალურ მდგომარეობაში», რომ ამხელა გავლენას ახდენს უძილობა ჯანმრთელობაზე?

საერთოდ, ძილთან დაკავშირებული საკითხები ბოლომდე არ არის შესწავლილი. თუმცა, ფიზიოლოგიურ დონეზე ყველაფერი გარკვეულია და დასმულ კითხვაზე პასუხი რთული არ არის:


დასვენება და ორგანიზმის აღდგენა. ძილის დროს ნივთიერებათა სინთეზის პროცესი აღემატება მის დაშლის პროცესს. ხდება სიფხიზლეში დახარჯული მაკროერგული ნივთიერებების (მაგ., ატფ და გლიკოგენი) დონის შევსება.


ინფორმაციის გადამუშავება. ტვინი, სრულიად თავისუფლდება ადამიანის აქტიურობის და მისი გაცნობიერებული ქმედებების უზრუნველყოფისგან და ახდენს დღის მანძილზე მიღებული უზარმაზარი ინფორმაციის გადამუშავებას, დახარისხებას და «თაროებზე» განთავსებას.

ამის წყალობით, ადამიანმა ძილში შეიძლება გარკვეული პრობლემის მოგვარების გზა იპოვოს, შექმნას ლექსი, მუსიკა ან სამეცნიერო აღმოჩენა გააკეთოს.


ტვინის მიმდინარე გასუფთავება. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ტვინის უჯრედების ტოქსიკური ნივთიერებისგან გათავისუფლება სწორედ ძილის დროს ხდება, რაც მეტად მნიშვნელოვანია ნეირონების და თავის ტვინის ფუნქციონირებისთვის.


იმუნიტეტი. არსებობს დადასტურებული მონაცემები, რომ ძილის დროს იმუნური სისტემის გააქტიურება ხდება. კერძოდ, იზრდება დამცავი უჯრედების T-ლიმფოციტების და იმუნოგლობულინების (ანტისხეულები) სინთეზის დონე.


ასე, რომ, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, ძილია, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მოზარდების და აბიტურიენტების მშობლებმა.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

აი, რამდენი უნდა გეძინოთ, თქვენი ასაკის შესაბამისად


imageადამიანს, და საერთოდ, ყველა ცოცალ არსებას, იმისთვის რომ იცოცხლოს, ჟანგბადთან, წყალთან და საკვებთაე ერთად, ძილიც ესაჭიროება. ძილი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის და კეთილდღეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ჩვენ ცხოვრების მესამედს ძილზე ვხარჯავთ და «ჯანმრთელი ძილის» საერთო მდგომარეობა, მნიშვნელოვანი საკითხია მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე. გაგრძელება >>>



რატომ უნდა გვეძინოს სრულ სიბნელეში


imageძალიან სერიოზული მიზეზები არსებობს იმისთვის, რომ საძინებელში სქელი ფარდები ჩამოვკიდოთ, ღამე ყველა ნათურა ჩავაქროთ და არ ვიკითხოთ ძილის წინ პლანშეტზე. ძილი სრულ სიბნელეში, ახალგაზრდობას გვიხანგრძილებს, ამცირებს სიმსივნით დაავადების რისკს და იმუნიტეტს გვიძლიერებს.

თანამედროვე საძინებლები სავსეა სინათლით, რაც პრობლემას უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. გაგრძელება >>>



ძილი და სიზმრები. საინტერესო ფაქტები


imageძილი და სიზმრები ჩვენი ცხოვრების მხოლოდ განუყოფელი ნაწილი კი არა, ყველაზე შეუცნობელი ნაწილიც არის, რომლის შესახებ, არც თუ ისე ბევრი რამ არის ცნობილი. აქ წარმოგიდგენთ ზოგიერთ ფაქტს, რომელიც ძილს და სიზმრებს უკავშირდება: 1. რა ფერებში ვხედავთ სიზმრებს?

სამეცნიერეო კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ მხედველობის მქონე ადამიანების 12 % სიზმრებს შავ-თეთრ ფერებში ხედავს. გაგრძელება >>>



6 დაავადება, რომელსაც ძილის ნაკლებობა იწვევს


imageძილი მოდუნების და ძალების აღდგენის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა. როდესაც ღამე თვალებს ვხუჭავთ რამდენიმე საათით, ჩვენ ორგანიზმს, დღის მანძილზე, მიღებული სტრესებისგან დასვენების საშუალებას ვაძლევთ.

იმ შემთხვევაში, თუ არ ვიძინებთ ან უძილობის პრობლემა გვაქვს, ჩვენ არ ვაძლევთ ორგანიზმს აღდგენის საშუალებას, ხოლო ხანგრძლივი უძილობა, სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობას. გაგრძელება >>>



რა მოსდის ტვინს, ძილის წინ, სმარტფონის მოხმარების შემთხვევაში


imageძილი — მგრძნობიარე ფიზიოლოგიური პროცესია. იმისთვის, რომ ადამიანმა სწრაფად დაიძინოს და ენერგიის აღდგენა შეძლოს, ორგანიზმში გარკვეული სახის ჰორმონები უნდა გამოიყოს. ამისთვის კი, გარკვეული პირობები არის საჭირო: საძინებელი განიავებული უნდა იყოს, უნდა ბნელოდეს და ადამიანი კომფორტულად გრძნობდეს თავს.

სმარტფონის ეკრანი კი ნამდვილად ვერ მოხვდება ძილისთვის იდეალური პირობების ჩამონათვალში გაგრძელება >>>



თუ თქვენც ჩართულ ტელეფონთან ერთად გძინავთ, ეს უნდა იცოდეთ


imageსულ რაღაც 30-40 წლის წინ, კომპიუტერი, სმარტფონი და ინტერნეტი ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა. ბოლო ათლეულის მანძილზე კი, იმდენი ტექნოლოგიური სიახლე დაინერგა, რომ ყველას ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. მაგრამ, ერთი კი უნდა აღინიშნოს, – ჩვენს ცხოვრებაში გაჩნდა სმარტფონი, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა ხელიდან საერთოდ არ უშვებს და ბევრი ტელეფონით იძინებს კიდეც. გაგრძელება >>>



როგორ დავიცვათ თავი Wi-Fi-ს მავნე ზემოქმედებისგან



image

Wi-Fi-ის უკაბელო ქსელი, ფაქტიურად, საყოველთაოდ გამოიყენება. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ამ სერვისის მომსახურე პერსონალს სპეციალურ რჩევებს აძლევენ იმისთვის, რომ მათ, საკუთარ ჯანმრთელობაზე, Wi-Fi-ს მავნე ზეგავლენის მინიმალიზირება მოახდინონ. ჩვენი უკაბელო მოწყობილობები, ისეთები როგორებიც არის მობილური ტელეფონი და პლანშეტი, ინტერნეტთან კავშირის დასამყარებლად, როუტერს იყენებს გაგრძელება >>>



მკურნალობა ძილით – 9 სამკურნალო პოზა, წნევის დასაწევად და ტკივილის გასაყუჩებლად


imageყველამ იცის, რომ ჯანსაღი ძილის ხანგრძლივობა 7–9 საათია, ადამიანის ასაკის გათვალისწინებით. მაგრამ, ძალიან ცოტაა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სხეულის მდებარეობა, ძილის დროს, ისევე მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, როგორც მისი ხანგრძლივობა. ექსპერტები თვლიან, რომ ძილის გარკვეული პოზები, მაგ., აყუჩებს ტკივილს წელის და კისრის არეში, აქრობს სურდოს, არეგულირებს წნევას... 1. წელის ტკივილის დროს გაგრძელება >>>


0
396
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0