სასმელები 6 მიზეზი,თუ რატომ უნდა დავლიოთ წითელი ღვინო 2019, 22 იანვარი, 7:38 გული - მრავალი ექსპერტი ამტკიცებს, რომ წითელი ღვინო "საუკეთესო სასმელია გულისთვის"რადგან წითელი ღვინო მრავალ ანტიოქსიდანტს შეიცავს. მედიკოსებმა დიდი ხანია შეამჩნიეს დაბალი სიკვდილიანობა იმ ქვეყნებში, სადაც წითელი ღვინის სმის კულტურა კარგად არის განვითარებული, ეს იქნება საფრანგეთი, ბალკანეთი თუ კავკასია. ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 13 წლის განმავლობაში ჩაატარეს მონიტორინგი 12 000 მამაკაცზე, რომლებსაც მაღალი არტერიალური წნევა აღენიშნებოდათ. გაირკვა, რომ ალკოჰოლის ზომიერი დოზით მიღება ამაღლებს ლიპოპროტეინების სიმკვირვეს და სასარგებლო ქოლესტერინს, -კომპონენტი, რომელიც აძლიერებს გულის კუნთების მუშაობას. ასევე წითელი ღვინო დადებითად მოქმედებს სისხლის შედედებაზე. მკვლევარების მტკიცებით, ღვინო არის ბუნებრივი ანტიკოაგულიანტი, რომელიც ხელს უშლის სისხლში თრომბის წარმოშობას. გაციება - 2002 წელს ამერიკელი და ესპანელი მკვლევარები მივიდნენ მოულოდნელ დასკვნამდე – გაციების რისკი 60 %-ით შემცირებული იყო იმ ჯგუფში, ვინც წითელ ღვინოს სვამდა, განსხვავებით იმათგან, ვინც რეგულარულად სვამდა თეთრ ღვინოს(88%). როგორც მკვლევარები ამტკიცებენ, წითელი ღვინო ამაღლებს ორგანიზმის დამცავ სისტემას. ოსტეოპოროზი - ითვლება, რომ ჩვენი ჩონჩხი ყოველ წელიწადს 10% განახლებას განიცდის.რაც ძვლის ქსოვილის დაზიანების ბალანსში და მის რეგენერაციაში გამოიხატება. 2012 წელს ამერიკელმა მეცნიერებმა ორეგონის უნივერსიტეტიდან ქალებს სთხოვეს, კლიმაქსის შემდეგ ორი კვირა არ მიეღოთ ცხელი სასმელები, რის შემდეგაც შეისწავლეს ძვლის ქსოვილის სიმტკიცე, აღმოჩნდა, რომ რეგენერაციის პროცესი მას შემდეგ შენელდა. როდესაც ქალებს ალკოჰოლის მიღების ნება დართეს, მაჩვენებლები საწყის დონეს 24 საათში დაუბრუნდა. მიუხედავად ამისა, მედიკოსები პაციენტებს აფრთხილებენ:ოსტეოპოროზის ალკოჰოლით პროფილაქტიკა მთლად კარგი იდეა არ არის – მთვრალმა შესაძლოა უფრო ადვილად დაიზიანო ძვალი, ვიდრე ფხიზელმა. მეხსიერება-მსხვილმასშტაბიანმა კვლევამ, რომელიც 365 000 მოხალისეზე ჩატარდა, დაამტკიცა, რომ ალკოჰოლი დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე და ტვინზე, ერთი-ორი ჭიქა წითელი ღვინის ყოველდღიური მოხმარება მნიშვნელოვნად ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკს და დემენციას. "არამსმელებს ვაძლევთ რეკომენდაციას, დალიონ ზომიერად, მხოლოდ ზომიერად და შედეგი დადებითი იქნება" -ციტირებს Science Daily კვლევის თანაავტორის, ჯოზეფ ნიფსეას სიტყვებს. პროსტატის კიბო - ყოველი ჭიქა წითელი ღვინო 6%-ით ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის წარმოქმნას - ეს გახლავთ 2005 წლის კვლევის შედეგები, რომელიც ამერიკელმა მედიკოსებმა 1500 მამაკაცზე ჩაატარეს. თირკმლები - სულ ცოტა ხნის წინ კვლევებმა დაადასტურა, რომ ლუდი და ღვინო თირკმლებში ამცირებს კენჭის წარმოქმნას 41% და 31%-ით, შესაბამისად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ალკოჰოლი ლიტრობით უნდა ჩაისხათ, უბრალოდ, ერთი ბოთლი ლუდი ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ერთი ბოთლი კოკა-კოლა. ასევე იხილეთ632 7-ს მოსწონს
|