სასმელები 7 საუკეთესო ქართული ღვინო 2018, 2 თებერვალი, 11:09 1) ქინძმარაული-უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო მზადდება საფერავს ჯიშის ყურძნისგან, ძირითადად ყვარლის მუნიციპალიტეტის მიკროზონიდან, ხასიათდება მუქი ბროწეულისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით.საუკეთესოა მწვადზე მისაყოლებლად, აგრეთვე დესერტზე და ხილზე.გამოდის 1942 წლიდან.
2)წინანდალი- თეთრი, მშრალი ღვინო, მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან, თელავის რაიონის მიკროზონიდან, მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით. გემოზე ჰარმონიული, სრული, დახვეწილი, განვითარებული ბუკეტით, ჯიშური არომატით, გამოდის 1885 წლიდან. 3) ხვანჭკარა- უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახვრადტკბილი ღვინო, მზადდება ალექსანდროულის და მეჯერუთელის ჯიშის ყურძნისგან, მიკროზონა მოიცავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტს, უშუალოდ სოფელ ხვანჭკარას და მის ახლომახლო სოფლებს. ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით.გამოდის 1932 წლიდან, ითვლება იოსებ სტალინის საყვარელ ღვინოდ. 4)უსახელაური-ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ნახევრადტკბილი ღვინო, ხასიათდება ლალისფერი ან მწიფე ბროწეულის ფერით, ჯიშური არომატით, სასიამოვნო სიტკბოთი და შემადგენელი ნაწილების ჰარმონიული შეზავებით, აქვს ხილის არომატი და სრული ჰარმონიული გემო.მიკროზონა ლეჩხუმის რაიონის ოთხ სოფელს მოიცავს. 5)ახაშენი-უმაღლესი ხარსიხის წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო, მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან გურჯააანის მუციპალიტეტიის მიკროზონა, ალაზნის მარჯვენა სანაპირო, გამოირჩევა მდიდრული ბუკეტით, ტყის კენკრის და ალუბლის არომატით, გამოდის 1958 წლიდან. 6)ოჯალეში-მაღალხარისხიანი, ნახევრად ტკბილ ღვინო, სამეგრელოს მთიანი რაიონების მოკროზონიდან, ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერილობით, ნაზი ბუკეტით და მდიდარი ჰარმონიული გემოთი.ამასთანავე ოჯალეშის ღვინოს სხეულთან და ჰარმონიულობასთან ერთად ახასიათებს შენახვის დიდი უნარი და ტრანსპორტაბელობა. 7)მუკუზანი-უმაღლესი ხარისხის შავი ღვინო, მხადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანიდან, მუხის კასრში სულ მცირე 3 წლის დაძველებით., სურნელში იგრძნობა მუხისა და კენკროვანის ტონები. მუკუზანს უხდება ტრადიციული ქართული ტკბილეული და შემწვარი ხორცის კერძები.მუკუზანი მიიჩნევა საუკეთესო ქართულ მშრალ ღვინოდ, აქვს მიღებული მრავალი საერთაშორისო მედალი.2010 წლიდან მუკუზანი შეყვანილია აპელსიონის სიაში.მზადდება 1888 წლიდან. 1979 9-ს მოსწონს
|