x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გერმანული ლუდი შეიძლება მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობის ნაწილი გახდეს

image გერმანული ლუდის მწარმოებლებს სურთ, რომ 1516 წელს გამოსული კანონი ლუდის სისუფთავის შესახებ აღიარებული იქნას, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი.მათ თხოვნით იუნესკოს მიმართეს.გერმანული კანონი, რომელიც გერმანულად ასე გამოითქმის "Reinheitsgebot", შეიძლება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში მოხვდეს, სადაც შედიან მაგალითისთვის ესპანური ფლამენკო, ან თურქული ჭიდაობა კირკლინარი.კანონის მიხედვით ლუდის დამზადებისთვის ნებადართული იყო გამოეყენებინათ მხოლოდ სვია, ალაო, საფუარი და წყალი.გერმანიაში ამჟამად 1300-მდე ლუდსახარშია, სადაც დაახლოებით 5000 სახეობის ლუდი იწარმოება. იმ არამატერიალურ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, რომელსაც სასწრაფოდ დაცვა სჭირდება შედიან არგენტინული ტანგო, ირანული ხალიჩა, ფრანგული სამაზარეულო და ბასოგას ხალხის ცეკვები უგანდიდან.Reinheitsgebot-ის კანონი 1516 წელს შემოვიდა გერმანიაში, კერძოდ ბავარიაში, ხოლო 1906 წლიდან სავალდებულო გახდა მთელს გერმანიაში.როგორც გერმანული ლუდის ფედერაციის პრეზიდენტმა ჰანს-გეორგ ელისმა განაცხადა "კანონი ლუდის სისუფთავის შესახებ ყველაზე ძველია, რომელიც საკვების ან სასმელის წარმოებას ეხება, კანონი იცავდა მომხმარებელს ფალსიფიცირებული და ზოგჯერ ჯანმრთელობისთვის სახიფათო კომპონენტებისგან".1810 წლიდან მოყოლებული მიუნხენში იმართება მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური ლუდის ფესტივალი "ოქტობერფესტი", მარტო წელს ფესტივალს 6, 4 მილიონი ადამიანი სტუმრობდა.

0
93
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0