სასმელები არაყი - არა მარტო სასმელი. სასარგებლო რჩევები 2019, 15 იანვარი, 18:52 ცომი რომ კარგად აფუვდეს, საკმარისია, დაუმატოთ ერთი სუფრის კოვზი არაყი და ეფექტი სახეზე იქნება. ქსოვილიდან ლაქის ამოყვანა - არაყი მოქმედებს, როგორც გამხსნელი, ასე რომ, შეგიძლიათ ლაქების ამოსაყვანად გამოიყენოთ. ჯერ წყლით დაასველეთ ლაქა, შემდეგ კი არყიანი ნაჭრით გაწმინდეთ, პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ. მოიშორე ქერტლი - ერთ ჭიქა არაყში დაუმატეთ ორი ჩაის კოვზი როზმარინი, გააჩერეთ ორი დღე, თავის დაბანის შემდეგ ერთი მუჭა დაისხით თავზე და წყალი გადაივლეთ. თრომბოზების და გაგანიერებული ვენების სამკურნალოდ - 300 გ ცხენის წაბლი გაასუფთავეთ ნაჭუჭისგან, წვრილად დაჭერით და მოათავსეთ 0, 5 ლიტრიან მუქი ფერის ბოთლში. დაასხით არაყი ბოთლის პირამდე და დაახურეთ თავსახური. დადგით 2 კვირით დასაყენებლად ბნელ, თბილ ადგილზე და ყოველდღე შეანჯღრიეთ ბოთლი. ნაყენი დილა-საღამოს შეიზილეთ ფეხებზე. გაწმინდე სამკაულები - ვერცხლს თუ გინდათ ბზინვარება დაუბრუნოთ, ჩააგდეთ რამდენიმე წუთით არაყში. უმტკივნეულოდ აიძვრე ლეიკოპლასტირი - წაუსვი ლეიკოპლასტირს არაყი, ის წებოს გახსნის, ამის შემდეგ პლასტირს უმტკივნულოდ აიძრობთ. გაიყუჩე კბილის ტკივილი - გამოივლე არაყი, შეგიმცირებს ტკივილს და მოკლავს ბაქტერიებს. მოაშორე ობი აბაზანიდან - დაასხი ობის და საპნის ნარჩენების ზედაპირზე არაყი, აცადეთ 10 წუთი და შემდეგ გაწმინდეთ, ნახავთ, რომ ობის კვალიც აღარ დარჩება. გამოაცოცხლე ყვავილი - წყალში დაუმატე ერთი ჩაის კოვზი შაქარი და არაყი, ნახავთ, რომ თქვენი ყვავილი, რომელიც უკვე დაჭკნობისკენ მიდიოდა, გამოცოცხლდება. კიტრის მწნილი რომ ხრაშუნა იყოს - კიტრის მწნილი რომ არ დარბილდეს, 1 ლიტრ მარილიან წყალს 20 მილიგრამი არაყი დაუმატეთ. გაწმინდე ფეხსაცმელი - დროთა განმავლობაში ხშირად ფეხსაცმელს არასასიამოვნო სუნი ედება, გაწმინდეთ არაყით შიდა სივრცე, კლავს მიკრობებს და უსიამოვნო სუნიც გაქრება, აგრეთვე, თუ ახალი ფეხსაცმელი ოდნავ გიჭერს, ჩაასხით არაყი და იარეთ 30-45 წუთი, ფეხსაცმელი გაიწევს. 1250 6-ს მოსწონს
|