x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამირან გამყრელიძე: წითელამ იმატა, სერიოზული ეპიდემიური აფეთქების წინაშე ვართ
image


"დაავადება სერიოზულად იზრდება. გვაქვს სერიოზული ეპიდაფეთქება. გუშინ მომზადდა მთავრობის განკარგულება წითელას საწინააღმდეგო დამატებითი ღონისძიებების შესახებ, სადაც სერიოზულად მკაცრდება ნორმები და ეძლევათ მითითება შესაბამის უწყებებს აუცილებელ აცრებთან დაკავშირებით"


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 1 იანვრიდან საქართველოში წითელას ვირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად იმატა, სულ არის დაფიქსირებული 322 შემთხვევა, რომელიც 3 ფატალურად დასრულდა.მისი შეჩერება იმუნიზაციის გარეშე ვერ მოხერხდება.


"გასულ წელს 41 000 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 35 გარდაცვალებით დასრულდა. წითელა მხოლოდ იმუნიზაციას ემორჩილება. წითელა ემართება იმ ადამიანებს, ვისაც არ გადაუტანიათ ეს დაავადება ან არ გაუკეთებიათ აცრა. აცრის ან დაავადების გადატანის შემდეგ, რჩება მყარი იმუნიტეტი და დიდი ალბათობით 97-98 პროცენტს წითელა მეორედ არ ემართება. საქართველოში ​დაავადებულების ყველაზე დიდი კონცენტრაცია, 56 პროცენტი 20-40 წლის ადამიანებზე მოდის, რვა პროცენტი 0-1 წლამდე ასაკის ბავშვებზე. სავარაუდოდ მათ დედებს აცრა არ ჰქონდათ გაკეთებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




ამასთანავე ამირან გამყრელიძემ დასძინა, რომ ვაქცინაცია სრულიად უფასოა და ვისაც არ გაუკეთებია აცრა მიმართონ პოლიკლინიკებს.


"მოვუწოდებ მშობლებს, გაიხსენონ აქვთ თუ არა მათ შვილებს წითელას საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული. თუ არ აქვთ, აცრან ბავშვები. ასევე, 20-40 წლის მოქალაქეებს თუ არ გადაუტანიათ წითელა ან თუ არ აქვთ აცრა გაკეთებული, მიმართონ პოლიკლინიკებს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.



წითელა —(ხალხში "ბატონების" სახელით ცნობილი) მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი. წითელას ფარული პერიოდი 8-10 დღე გრძელდება. წითელას პირველი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, სურდო, ქუთუთოების შეწითლება, მოთეთრო-მონაცისფრო წერტილები ლოყის შიგნითა ნაწილზე. დაახლოებით მე-3 მე-4 დღეს იწყება გამონაყარის გამოჩენა, ჯერ სახეზე და შემდეგ მთელ ტანზე. გამონაყარი მე-6 მე-7 დღეს ქრება, მაგრამ რჩება ლურჯი კვალი. ცოტა ხნის შემდეგ ტემპერატურა ქვემოთ იწევს. მცირეწლოვან ასაკში წითელას შეიძლება დაერთოს ფილტვების, ყურის და სხვა ანთებები. ხოლო მოზარდებში შეიძლება ტვინის ანთებაც კი დაერთოს.

0
55
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0