x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გაზის აფეთქებისგან გამოწვეული ბოლო წლებში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევები
image

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განკარგულებით, გუშინ თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.


16 იანვარს თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში კორპუსში გაჟონილი ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბიჭუნა, ხოლო დაშავებულია 8 ადამიანი, რომელთაგან 6 ბავშვია.



გავისხენოთ ბოლო წლებში მომხდარი ანალოგიური ფაქტები, თუმცა მასშტაბით გუშინდელ ტრაგედიას ვერც ერთი ვერ შეედრება.



2010 წლის მაისში ლოტკინის დასახლებაში ზაქარიას ქუჩაზე გაზის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილი ჩამოინგრა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.



2012 წლის თებერვალში აე­როპორტის და­სახ­ლე­ბა­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ბუ­ნებ­რი­ვი აირი აფეთ­ქდა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის მე­ო­რე სარ­თუ­ლის ნა­წი­ლი ჩა­მო­ინ­გრა. სახ­ლში 8-სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი ცხოვ­რობდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა იყვნენ დაშავებულები.



2012 წლის ივნისში გაზის აფეთქების შედეგად თბილისში გარდაიცვალა 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, მან სხეულის 95% -ის დამწვრობა მიიღო, ასევე სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება აღენიშნებოდა.



2012 წელის სექტემბერში ქობულეთში სახლში დაგროვილი ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, ცნობილი პროფესორი, 75 წლის რევაზ სირაძე დაიღუპა.

მეზობლების განცხადებით, სირაძეების აგარაკზე გაზმა გაჟონა, სინათლის ანთებამ კი აფეთქება გამოიწვია და სახლის პირველი სართული მთლიანად დაიწვა.



2015 წლის აპრილში გლდანის მეორე მიკრორაიონის 25-ე კორპუსში, მე-8-9 სართულებს შორის გაზის აფეთქება მოხდა, რასაც 65 წლის ქალი შეეწირა, ამის გარდა, მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს 4 ადამიანი, ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმე იყო.


2016 წლის მარტში სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში ქოქიაშვილების ოჯახში გაზის აფეთქებას 6 წლის ბავშვი შეეწირა.

თვითმხილველების განმარტებით, ოჯახის დიასახლისს გაზქურაზე დადგმული წყალი დარჩა, რომელმაც ადუღების შედეგად გაზის ჩაქრობა და ოთახში ბუნებრივი აირის დაგროვება გამოიწვია. აფეთქება კი იმ დროს მოხდა, როდესაც ოთახში ქოქიაშვილების მცირეწლოვანი ბავშვი შევიდა.


2017 წლის აგვისტოში ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში აფეთქება მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.


2017 წლის მარტში, თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, გაზის აფეთქების შედეგად საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. ის დამწვრობით ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.


2017 წლის დეკემბერში ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მოხდა გაზის აფეთქება, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა, მთლიანად დაზარალდა 9 ოჯახი, მოგვიანებით ბათუმის მერიამ საცხოვრებელი კორპუსი საცხოვრებლად გამოუსადეგარად ცნო.


2018 წლის ნოემბერში ფონიჭალაში, ბუნებრივი აირის აფეთქებას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი. ამის გარდა, დაშავდა 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.


2018 წლის დეკემბერში ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე ბინაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 75 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა.მამაკაცს ზედა კიდურები და სახე დაეწვა.მეზობლებმა აფეთქების ხმა დაახლოებით დილის 10 საათზე გაიგეს. ისინი ვარაუდობენ, რომ მამაკაცმა, რომელიც სახლში მარტო იყო, სიგარეტს მოუკიდა, რის შედეგადაც დაგროვილი ბუნებრივი აირი აფეთქდა.


2019 წლის 16 იანვარს გორში, ცხინვალის ტზატკეცილზე ერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 66 წლის მამაკაცი დაშავდა.ის დამწვრობით ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.





0
35
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0