x
image
თორ ნიკე
საქართველო - ოქროს მოპოვების სამშობლო
საქართველო - ოქროს მოპოვების სამშობლო


საყდრის-ყაჩაღიანი არის ბორცვი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთთან ახლოს, ბოლნისიდან 20 კმ-ის დაშორებით, სადაც ძვ.წ. 33-ე საუკუნეში არსებული ოქროს მომპოვებელი მაღარო აღმოაჩინეს და მალევე მთავრობის დავალებით, ბიზნეს-ინტერესების გამო გაანადგურეს.


ბორცვზე პირველადი სამეცნიერო სამუშაოები XX საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა თ. მუჯირის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდში მომზადებულ ანგარიშებში პირველად გაჩნდა მოსაზრება აქ პრეისტორიული გამონამუშევრების არსებობის შესახებ. 2004 წელს უკვე საყდრის-ყაჩაღიანის ბორცვზე დაიწყო არქეოლოგიური კვლევები. რამდენიმე ხანში ნათელი გახდა, რომ საქმე ძალიან სერიოზულ აღმოჩენასთან გვქონდა და საქმეში გერმანელი მეცნიერები ჩაერთნენ. 2007 წლიდან 2013 წლამდე კვლევებს ადგილზე უკვე მუშაობდა ქართულ-გერმანული არქეოლოგური ექსპედიცია თომას შტოლნერისა და ირინა ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. მათ დაამტკიცეს, რომ ობიექტი პრეისტორიული ოქროს მაღაროა, რომელიც ფუნქციონირებდა ძვ.წ. 3350 წლიდან ძვ.წ. 2500 წლებში. (იხ. მეცნიერთა სია, რომელიც ადასტურებს ამ ყოველივეს)


ასევე იხილეთ: გერმანელი და ქართველი მეცნიერების რეზოლუცია საყდრისის ოქროს მაღაროს შესახებ, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული და სრულად უგულებელყოფილი იქნა საქართველოს მთავრობის მიერ, რის შემდეგაც 2014 წელს მოხდა ამ ძეგლის აფეთქება და კაცობრიობისა და საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული და ისტორიული ძეგლის გამოუსწორებელი, უპრეცენდენტო ხელყოფა (თუ არ ჩავთვლით აისისის მიერ სირიის კულტურული მემკვიდრეობის და ავღანეთში ბუდას უძველესი მონუმენტის ტერორისტების მიერ ხელყოფას).



გერმანული მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ ძეგლის განადგურებას, მაგრამ მათი მოთხოვნა არ იქნა გათვალისწინებული. აღნიშნულ მაღაროს ჰქონდა არა მხოლოდ ისტორიული, სამეცნიერო, არქეოლოგიური, არამედ პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობაც. ის უსაფრთხოების თვალსაზრისითაც გარკვეულ გარანტიებს ზრდიდა ქვეყნისთვის, ისევე როგორც მაგალითად რომის კოლიზეუმი, სტოუნჰენჯი, ტაჯ-მაჰალი ან სხვა საეტაპო ძეგლები. ასეთი კულტურული მემკვიდრეობა - კაცობრიობის უძველესი ოქროს მაღარო, ამაღლებდა ტერიტორიის უსაფრთხოების ხარისხს და საერთაშორისო დაცულობას. მას დაიცავდა გაეროს კონვენციები და ქვეყანას და ხალხს, როგორც მის კულტურას და მეცნიერებას მსოფლიოს თვალში კიდევ უფრო მეტად უმაღლებდა ავტორიტეტს. (იხ. ფოტო: "საყდრისი - მსოფლიოს უძველესი ოქროს მაღარო")

ამ უდიდეს ტრაგედიაში ერთადერთი ნათელი წერტილი ისაა, რომ განადგურებამდე მოესწრო და დადასტურდა მისი უძველესობა და პირველადობა:







ამ ფოტოზე ჩანს ის ექსპონატი, რომელიც ნაპოვნი იქნა არქეოლოგიური სამუშაოების პერიოდში ტერიტორიაზე. 5400 წლის წინ ოქროს მოსაპოვებელი იარაღი. "ძეგლთა დაცვაში მყოფი მსოფლიოში უძველესი ოქროს საბადო - საყდრისი ბიზნეს-ინტერესების გამო გაანადგურეს. კვლევების გაგრძელება აღარ არის შესაძლებელი - "დავკარგეთ სამუდამოდ"...


საყდრისის ექსპონატები




ამ ფოტოზე აღნიშნულია ცეცხლით გახურების მეთოდით მადნის მოპოვების ექსპერიმენტი, რომელიც 2011 წელს წარმატებით ჩატარდა და რომელიც ადასტურებს, რომ საყდრისში მიწის ქვეშ შესაძლებელი იყო ცეცხლით გახურების მეთოდის გამოყენება. ამასვე ამტკიცებდა გეორგ აგრიკოლაც (G. agricola 1556). (ფოტო: თ. შტოლნერი)


საქართველო - ოქროს მოპოვების სამშობლო




აღმოჩენილი იყო ცეცხლის დანთების მრავალი კვალი. ამ ფოტოზე ერთ-ერთი კვალია გამოსახული. აქ ოდესღაც ცეცხლი დაუნთიათ:


საქართველო - ოქროს მოპოვების სამშობლო




ირმის რქის იარაღი 30 მეტრის სიღრმეზე, რომელსაც იარაღად იყენებდნენ მსოფლიოში პირველი ოქროს მომპოვებელი მაღაროელები ძვ.წ. 33-ე საუკუნის საყდრისში:


ირმის რქის ოქროს მოსაპოვებელი იარაღი




პირველი შეხება საყდრისის კულტურულ ფენებთან - ნახშირი cal. 3018-2930 BC.


პირველი შეხება საყდრისის კულტურულ ფენებთან




საყდრისის არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩენილი ეს ქვის არტეფაქტები 5400 წლის წინანდელ, მსოფლიოში უძველეს ოქროს მოსაპოვებელ იარაღებს წარმოადგენს:


5400 წლის ოქროს მოსაპოვებლად გამოყენებული იარაღები




ფოტო ბოხუმის უნივერსიტეტის პრე-რელიზიდან - "მსოფლიოს უძველეს ოქროსმომპოვებელ მაღაროში":


"მსოფლიოს უძველეს ოქროსმომპოვებელ მაღაროში"




ასე გამოყურებოდა მაღაროში ჩასასვლელი 2004 წელს:


მაღაროში ჩასასვლელი,  რომლითაც წინაპრები სარგებლობდნენ. 2004 წ.


თუ გნებავთ, რომ მეტი სამეცნიერო ინფორმაცია შეიტყოთ და დაწყვრილებითი ინფორმაცია მიიღოთ საყდრისის უძველესი ოქროს მოპოვების მაღაროს შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ სტატიას: "საყდრისი - ოქროს უძველესი წარმოების კერა".



ასევე დაგაინტერესებთ:

1) საქართველო - ღვინის სამშობლო (+63 სტატია საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ)

2) პირველი ევრაზიელები საქართველოდან

3) საქართველო - მეფუტკრეობის სამშობლო

4) მსოფლიოს პირველი მკერავები იმერეთიდან

5) ძველი ეგვიპტელები და პროტოქართველები

6) როსტოვში პროტოქართული სამარხი აღმოაჩინეს

7) ქართული მითოლოგია - ყურშა

8) კოლხური ხარები - ხალკოტავრები

9) დინოზავრები საქართველოში

10) ქართული მითოლოგია - დობილნი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


5
1090
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1090
  
2020, 16 დეკემბერი, 19:58
Georgia - the homeland of gold mining
Sakdris-Kachaghiani is a hill in southeastern Georgia, in Bolnisi municipality, near the town of Kazreti, 20 km from Bolnisi, where a gold mine was discovered. here, Proto-Georgians started the mining process as early as the 33rd century BC. Soon, after the discovery the great tragedy and treason happened. the oldest mine of mankind was demolished for business interests according to the instructions of the government of Georgia.
The first scientific works on the hill were carried out in the 80s of the XX century. Led by T. Mujiri. The reports prepared during this period first suggested the existence of prehistoric artifacts here. Archaeological excavations on Sakdris-Kachaghiani hill started in 2004. After a while it became clear that we were dealing with a very serious discovery and German scientists were involved in the case. From 2007 to 2013, the Georgian-German Archaeological Expedition led by Thomas Stolner and Irina Gambashidze was already working on the site. They proved that the site is a prehistoric gold mine that functioned From 3350 BC to the 2500s BC.
2020, 16 დეკემბერი, 19:58
German and Georgian science resolution on the Sakdrisi gold mine , which was not considered and completely ignored by the Georgian government, after which the monument was blown up in 2014 and an irreparable, unprecedented encroachment on humanity and one of the most important cultural and historical monuments of Georgia. If we do not take into account the encroachment of the cultural heritage of Syria by the ISIS and the terrorists on the ancient monument of the Buddha in Afghanistan).
The German side categorically opposed the destruction of this monument, but their request was not considered. The mine had not only historical, scientific, archaeological, but also political and strategic significance. It also increased certain security guarantees for the country, such as the Colosseum in Rome, Stonehenge, the Taj Mahal or other landmark sites.
The only bright spot in this greatest tragedy is that it witnessed and proved its antiquity and primacy before its destruction. Now the government just build a museum for the first mine of mankind, with artifacts found on the site, but the mine itself does not exist anymore.
2019, 19 იანვარი, 10:52
გაიყიდა ეგ ობიექტი მთლიანად... გადაეცა უცხოურ კოორპორაციას,სამწუხაროდ.საერთოდ აღარ უშვებენ ქართველებს იქ. არქეოლეგებს და მკვლევარებს სუ პანღურებით აბრუნებენ უკან.აკრძალულიაო.კერძო საკუთრებააო..... გაიყიდა თამარ ქალი.გაიყიდა,ოქროს თუმნიანებზედაააა.ვაიმე დედა
2019, 16 იანვარი, 23:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 16 იანვარი, 23:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5