საზოგადოება მეგან მარკლი კვლავ პრინცესა დიანას ბაძავს 2019, 14 იანვარი, 18:29 სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი განხილვის აქტიური თემაა ჯერ კიდევ იმ დღიდან, როდესაც მისი და პრინც ჰარის ნიშნობა გამოცხადდა. აქტიურად განიხილება მეგანის ჩაცმულობა და სტილი. თუ თავდაპირველად მარკლი უპირატესობას შავ ფერს და მუქ ტონებს ანიჭებდა, ბოლო დროს აქტიურად აცვია სხვადასხვა ნათელი ფერი. დღეს კი წითელი პალტოთი და იასამნისფერი კაბით გამოჩნდა. ეს მისგან საკმაოდ მოულოდნელი იყო და ყველას გაახსენა პრინცესა დიანას ლუქები სწორედ ამ ფერებში. ინტერნეტში აქტიურად წერენ, რომ მეგან მარკლი კვლავ დედამთილს ჰბაძავს. თქვენ თვიითონ შეაფასეთ: 170 შეფასება არ არის
|