ქალი, რომელიც 14 წელია კომაშია, სექსუალური ძალადობის შედეგად დაფეხმძიმდა და იმშობიარა

ქალი სან კარლოსის აპაჩის ტომიდან, რომლის ვინაობაც არ სახელდება, უკვე 14 წელია კომაშია.
29 დეკემბერს კი მან არიზონას ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ტომის ხელმძღვანელმა განაცხადა, ქალს პალიატიური მზრუნველობა სჭირდებოდა და ის საავადმყოფოს პერსონალს ენდობოდა.
ცნობილი გახდა, რომ მოძალადის ვინაობის გასარკვევად სამართალდამცველები კლინიკაში მომუშავე ყველა მამაკაცის დნმ-ს ამოწმებენ.
„-ოჯახი აღშფოთებულია, მათთვის ეს ძალიან დიდი ტრავმაა - ქალიშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გააუპატიურეს, “ - განაცხადა ოჯახის ადვოკატმა, ჯონ მაიკლსმა.
კლინიკის დირექტორი ამ შემთხვევის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.