საზოგადოება უცნობი ფაქტები ჰოლივუდის მსახიობების ცხოვრებიდან (ნაწილი მეხუთე ) 2019, 8 იანვარი, 13:03 მსახიობები იმ ამბების ანარეკლები არიან, რომლებსაც თავად ჰყვებიან - ეს ამბები კი, თავის მხრივ, იმ საზოგადოების სარკეა, რომელშიც ვცხოვრობთ. ხშირად, ეს არტისტები ზოგიერთი ფანისთვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანნი ხდებიან. აგრეთვე, დღესდღეობით, გლობალიზაციის ეპოქაში, მსახიობები გარკვეულ გეოგრაფიულ ლოკაციას როდი არიან მიბმულნი. დაუჯერებელი ეკრანული სახეებით თუ მომაჯადოებელი ცხოვრებით, ისინი ლეგენდებად, მათი ისტორიები კი ურბანულ ზღაპრებად იქცევიან ხოლმე.
ამგვარად, ჩვენ შევაგროვეთ ეს ქალაქური მოთხრობები ჰოლივუდის თქვენს საყვარელ მსახიობებზე, რაც ნამდვილად არ გეცოდინებათ.
ქრის ჰემსუორთის ნამდვილმა ცოლმა ფილმ „თორი: ბნელი სამყარო“-ს ფინალურ სცენაში ნატალი პორტმანის მაგივრად აკოცა მსახიობ ქმარს.
ნატალი პორტმანი ამბობს, რომ ფილმის „თორი: ბნელი სამყარო“ ბოლო სცენა რომ ასეთი ვნებიანი გამოვიდა, ამას თავისი მიზეზი აქვს: მასში მას მონაწილეობა არ მიუღია. საქმე იმაშია, რომ ქრისი ჰონგ კონგში იყო და ნატალი დროულად ვერ ჩავიდა, ამიტომ, პროდიუსერებმა ის ჰემსუორთის ნამდვილი ცოლით, მსახიობ ელზა პატაკით, ჩაანაცვლეს, რომელსაც პორტმანის პარიკი და კოსტიუმი აცვია.
ნიკოლას ქეიჯმა თავის ვაჟს კალ-ელი სუპერმენის საპატივცემულოდ დაარქვა. ნიკოლას ქეიჯსა და მის მეუღლეს სურდათ, ვაჟიშვილისთვის რაიმე კარგი, უნიკალური და ამერიკული შეერჩიათ სახელად. ნიკ ქეიჯის თქმით, კალ-ელი „სუპერმენი“-დან ამ პარამეტრებს სრულად აკმაყოფილებს და გარდა ამისა, კარგადაც ჟღერს. რობერტ დაუნი უმცროსი ერთხელ დააპატიმრეს იმიტომ, რომ პორშეს შიშველი, კოკაინის და ჰეროინის ზემოქმედების ქვეშ, ღვინის დიდი ბოთლით ხელში, მართავდა. დაუნი ერთხელაც, „სანსეტ ბულვარის“ გადასაღებ მოედანზე, იპოვეს, როგორ მართავდა პორშეს შიშველი ღვინის უზარმაზარი ბოთლით ხელში, კოკაინის და ჰეროინის ზემოქმედების ქვეშ. ციხესა და სარეაბილიტაციო ცენტრში გატარებული დროის მერე, დაუნიმ ცხოვრების შემოტრიალება შესძლო, და მერე როგორ! 37 წლის ასაკში, ჯეკ ნიკოლსონმა აღმოაჩინა, რომ ქალი, რომელიც ყოველთვის დად მიაჩნდა, სინამდვილეში დედამისი ყოფილა. ამ შარადის დასაწყისი ისაა, რომ დედამისი, ჯუნი, მასზე 16 წლის ასაკში დაფეხმძიმდა უცნობი მამაკაცისგან (მან დღემდე არ იცის, ვინაა მამამისი, და არც ადარდებს). ჯუნის დედას სურდა, რომ გოგონა თავის პერსპექტიულ საცეკვაო კარიერას გაჰყოლოდა, ამიტომ, გადაწყდა, რომ ის ჯეკზე იზრუნებდა, როგორც მისი და და არა როგორც დედა. 286 შეფასება არ არის
|