საზოგადოება უცნობი ფაქტები ჰოლივუდის მსახიობების ცხოვრებიდან (ნაწილი მეორე - გაგრძელება იქნება) 2019, 8 იანვარი, 12:27 მსახიობები იმ ამბების ანარეკლები არიან, რომლებსაც თავად ჰყვებიან - ეს ამბები კი, თავის მხრივ, იმ საზოგადოების სარკეა, რომელშიც ვცხოვრობთ. ხშირად, ეს არტისტები ზოგიერთი ფანისთვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანნი ხდებიან. აგრეთვე, დღესდღეობით, გლობალიზაციის ეპოქაში, მსახიობები გარკვეულ გეოგრაფიულ ლოკაციას როდი არიან მიბმულნი. დაუჯერებელი ეკრანული სახეებით თუ მომაჯადოებელი ცხოვრებით, ისინი ლეგენდებად, მათი ისტორიები კი ურბანულ ზღაპრებად იქცევიან ხოლმე.
ამგვარად, ჩვენ შევაგროვეთ ეს ქალაქური მოთხრობები ჰოლივუდის თქვენს საყვარელ მსახიობებზე, რაც ნამდვილად არ გეცოდინებათ.
რონალდ რეიგანი პრეზიდენტის როლზე არ დაამტკიცეს იმიტომ, რომ „პრეზიდენტულად“ არ გამოიყურებოდა.
სანამ დიდ პოლიტიკაში წავიდოდა, ამერიკის შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტი მსახიობი იყო. 1960 წელს, რეიგანმა პრეზიდენტის როლზე სინჯები გაიარა ფილმში „მეჯვარე“, მაგრამ პროდიუსერებმა ჩათვალეს, რომ ის პრეზიდენტივით არ გამოიყურებოდა.
ხალხში მისი პრეზიდენტობა დღემდე კამათის საგანია, თუმცა, ეს სხვა თემაა. დისნეიმ კაპიტან ჯეკ სპეროუს როლზე არჩევანი პირველად ჯიმ ქერიზე შეაჩერა. რეჟისორმა გორ ვერბინსკიმ ლეგენდარული მეკობრის როლზე არჩევანი პირველად სწორედ ჯიმ ქერიზე შეაჩერა. ამ უკანასკნელის საუბედუროდ, ფილმ „კარიბის ზღვის მეკობრეები - შავი მარგალიტი“-ს განრიგი ფილმ „ყოვლისშემძლე ბრიუსი“-ს გადაღებებს დაემთხვა.1974 წლიდან მოყოლებული, 2010 წელი პირველი იყო, როცა კრისფოტერ უოკენი ფილმში არ გადაიღეს. ეს ხომ 36- წლიანი უწყვეტი კარიერაა...მეთიუ მაკონაჰეი აცხადებს, რომ დეოდორანტი 20 წელია, არ გამოუყენებიაეს ახალი ამბავი პირველად მაშინ გასკდა, როცა მას ფილმში „სულელების ოქრო“ ქეით ჰადსონთან ერთად იღებდნენ. ქალი მსახიობი ეხვეწებოდა მას, რომ გადასაღებ მოედანზე დეოდორანტი გამოეყენებინა, მით უმეტეს, ის ძირითადად წელს ზევით შიშველი იყო. ჩვენ, როგორც მის ფანებს, გვაწყობს, რომ ეს ინფორმაცია სარწმუნოდ არ მივიღოთ.57 შეფასება არ არის
|