x
უცნობი ფაქტები ჰოლივუდის მსახიობების ცხოვრებიდან (ნაწილი მეოთხე - გაგრძელება იქნება)
მსახიობები იმ ამბების ანარეკლები არიან, რომლებსაც თავად ჰყვებიან - ეს ამბები კი, თავის მხრივ, იმ საზოგადოების სარკეა, რომელშიც ვცხოვრობთ. ხშირად, ეს არტისტები ზოგიერთი ფანისთვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანნი ხდებიან. აგრეთვე, დღესდღეობით, გლობალიზაციის ეპოქაში, მსახიობები გარკვეულ გეოგრაფიულ ლოკაციას როდი არიან მიბმულნი. დაუჯერებელი ეკრანული სახეებით თუ მომაჯადოებელი ცხოვრებით, ისინი ლეგენდებად, მათი ისტორიები კი ურბანულ ზღაპრებად იქცევიან ხოლმე.

ამგვარად, ჩვენ შევაგროვეთ ეს ქალაქური მოთხრობები ჰოლივუდის თქვენს საყვარელ მსახიობებზე, რაც ნამდვილად არ გეცოდინებათ.

imageმაიკლ ჯექსონმა ჯადოქარს სტივენ სპილბერგის დაწყევლაში 150 ათასი დოლარი გადაუხადა

„ვენითი ფეარის“ ცნობით, მაიკლი დაუკავშირდა გრძნეულს მალიზე, რათა ბოლო მოეღო მისი მტრებისთვის - დევიდ გეფენისა და სტივენ სპილბერგისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, სპილბერგმა ჯექსონი დაიწუნა თავის წარუმატებელ ფილმში „კაპიტანი კაუჭა“. რაც უფრო ხშირად ვკითხულობთ ამ ამბავს, მით უფრო უცნაური ხდება ის.


imageრობინ უილიამსის ბოლო სტრიქონი ფილმში „ჭკვიანი უილ ჰანტინგი“ იყო „იმ ნაბიჭვარმა ჩემი სტრიქონი მოიპარა“.

მეთ დეიმონის თქმით, ბოლო სტრიქონის გასვლის დროს, რობინ უილიამსმა ბევრჯერ სხვადასხვანაირი ფრაზა წარმოთქვა. იმ წუთას, როცა მან თქვა „ნაბიჭვარი, მან ჩემი სტრიქონი მოიპარა“, დეიმონმა რეჟისორ გუს ვან სანტს ხელი სტაცა, რადგან მიხვდა, რომ ეს სრულყოფილი კადრი იყო.

image

ნიკოლას ქეიჯმა ნეოს როლზე „მატრიცა“-ში უარი თქვა .

ნიკ ქეიჯი თავისი ცუდი ვარცხნილობისა და საეჭვო რეპუტაციის მქონე ფილმებში მონაწილეობის წყალობით, ერთ-ერთი ყველაზე იოლად გასამასხარავებელი მსახიობია ჰოლივუდში. თუმცა, იყო დრო, როცა ის ამ თამაშის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მონაწილე გახლდათ. გავრცელებული ინფორმაციით, მან უარი თქვა „მატრიცა“-ში მონაწილეობაზე იმ მიზეზით, რომ გადაღებები ავსტრალიაში მიმდინარეობდა და ჩათვალა, რომ ამისთვის საკმარისად მომწიფებული მსახიობი არ იყო.

image

ჯეიმს ფრანკოს სამსახიობო ოსტატობაში „დი“ (საშუალოზე დაბალი ნიშანი) ჰქონდა ნიუ იორკის უნივერსიტეტში სწავლისას. ეს მოხდა მაშინ, როცა მას ფილმში „127 საათი“ იღებდნენ.

დადის ხმები, თითქოს ფრანკო შევიდა ნიუ იორკის უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზე, სადაც ლექტორმა „დი/D“ დაუწერა. მაშინ ის ფილმზე „127 საათი“ მუშაობდა. თუმცა, ამ ისტორიის გაგრძელება ასეთია: მასწავლებელი უნივერსიტეტიდან გააძევეს ზუსტად იმის გამო, რომ ფრანკოს „დი“ დაუწერა.


0
60
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ლომაძე
მაკა ლომაძე
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0