საზოგადოება უცნობი ფაქტები ჰოლივუდის მსახიობების ცხოვრებიდან (ნაწილი მესამე - გაგრძელება იქნება) 2019, 8 იანვარი, 12:36 მსახიობები იმ ამბების ანარეკლები არიან, რომლებსაც თავად ჰყვებიან - ეს ამბები კი, თავის მხრივ, იმ საზოგადოების სარკეა, რომელშიც ვცხოვრობთ. ხშირად, ეს არტისტები ზოგიერთი ფანისთვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანნი ხდებიან. აგრეთვე, დღესდღეობით, გლობალიზაციის ეპოქაში, მსახიობები გარკვეულ გეოგრაფიულ ლოკაციას როდი არიან მიბმულნი. დაუჯერებელი ეკრანული სახეებით თუ მომაჯადოებელი ცხოვრებით, ისინი ლეგენდებად, მათი ისტორიები კი ურბანულ ზღაპრებად იქცევიან ხოლმე.
ამგვარად, ჩვენ შევაგროვეთ ეს ქალაქური მოთხრობები ჰოლივუდის თქვენს საყვარელ მსახიობებზე, რაც ნამდვილად არ გეცოდინებათ.
ჯენიფერ ლოურენსი ბელას როლზე გასინჯეს ფილმში „ბინდი“
კატნისის როლზე დამტკიცებამდე ფილმში „შიმშილის თამაშები“, ჯეი ლო „ბინდი“-ს სერიებში ბელას როლზე გასინჯეს. ჯენიფერი ბედნიერია, რომ კრისტენ სტიუარტთან წააგო ბრძოლა. ჩვენც ასევე, ჯენ.
თავისი ავტობიოგრაფია, რომელიც 1992 წელს გამოქვეყნდა, მარკ უალბერგმა საკუთარ პენისს მიუძღვნა. ორი ათწლეულის მერე, მსახიობი აღნიშნულ ფაქტს ნანობს. მან თქვა: „მეგონა, ეს სასაცილო იქნებოდა!“ გარკვეულწილად, ასეც არის! ბრედ პიტი მაიკ ტაისონის რისხვას ბეწვზე გადაურჩა, როცა ამ უკანასკნელის მიმართ გაუცხოებულ ცოლს, რობინ ჯივენსს, ხვდებოდა 1989 წელს. თავის წიგნში „სიმართლე მაიკ ტაისონზე“, ცნობილი მოკრივე ამბობს, რომ ერთხელ დაინახა, როგორ გადმოვიდა ერთი ქერა მაშინდელი მისი ცოლის მანქანიდან, რომელიც ქალად ჩათვალა. ეს ქერა სხვა არავინ იყო, თუ არა თმაგაწეწილი ბრედ პიტი, რომელმაც ძალზე შეშინებული სახით უთხრა: „მეგობარო, არ დამარტყა... ჩვენ უბრალოდ ლექსებს ვკითხულობდით ერთად“. ჯიმ ქერი ამერიკის კინოაკადემიის მიერ არცერთხელ ყოფილა ნომინირებული მას ოქროს გლობუსი მრავალჯერ აქვს მიღებული, მაგრამ ჯერჯერობით, ოსკარზე ნომინირებულიც არ ყოფილა. და ჯიმ ქერი რისი ჯიმ ქერი იქნებოდა, ამ საინტერესო ფაქტის შესახებ არაერთხელ რომ არ ეხუმრა? 135 შეფასება არ არის
|