ქალი და მამაკაცი ქალის ტიპები, რომლებზეც მამაკაცებს დაქორწინება არ სურთ - ცნობილი მაჭანკლისგან (გაგრძელება იქნება) 2019, 13 იანვარი, 22:02 ფაქტია, რომ თუ ქალბატონი ბრძანდებით და გათხოვება გსურთ, პაემნებზე ჭკვიანურად უნდა მოიქცეთ. ეს კი გულისხმობს, რომ მამაკაცთა გარკვეულ ტიპებს უნდა ერიდოთ, მაგრამ ასევე უნდა გაიაზროთ ის შეცდომები, რომლებსაც შეხვედრების დროს უშვებთ და დაფიქრდეთ იმაზე, რომ ქალის ის ტიპი, რომლითაც მამაკაცთა პოპულაციის მიმართ პოზიციონირებთ, იზიდავს თუ განიზიდავს მათ. ამის გამოსაცნობად, დასაწყისისთვის ქვემოთ მოყვანილი სიის გაცნობა შეგიძლიათ, რომელიც დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, ზოგჯერ ხომ არ ხვდებით ხოლმე რომელიმე საკმაოდ არამიმზიდველი ქალური ტიპის რიცხვში: მეექვსე:მის „მამიკოს გოგო“: ასეთი ტიპის ქალები უმეტესად უფროს მამაკაცებს ხვდებიან და გულის სიღრმეში, მამის ანალოგს ეძებენ და არა მეგობარ მამაკაცს თუ ქმარს. დასაწყისში, მის მამაკაცს შესაძლოა, მოეწონოს, თუ როგორ მიდის ქალი მასთან აღიარების მისაღებად, ასევე ის, რომ უნდა უპასუხოს ყველა მის შეკითხვას, მაგრამ მალე გაიაზრებს, რომ მას რეალურ ქალთან სურს სექსი და არა თინეიჯერობის ასაკში ჩარჩენილ გოგონასთან, რომელიც „მამისგან“ ყურადღებას ითხოვს. 20 შეფასება არ არის
|