ქალი და მამაკაცი ქალის ტიპები, რომლებზეც მამაკაცებს დაქორწინება არ სურთ ცნობილი მაჭანკლისგან (გაგრძელება იქნება) 2019, 13 იანვარი, 19:55 ფაქტია, რომ თუ ქალბატონი ბრძანდებით და გათხოვება გსურთ, პაემნებზე ჭკვიანურად უნდა მოიქცეთ. ეს კი გულისხმობს, რომ მამაკაცთა გარკვეულ ტიპებს უნდა ერიდოთ, მაგრამ ასევე უნდა გაიაზროთ ის შეცდომები, რომლებსაც შეხვედრების დროს უშვებთ და დაფიქრდეთ იმაზე, რომ ქალის ის ტიპი, რომლითაც მამაკაცთა პოპულაციის მიმართ პოზიციონირებთ, იზიდავს თუ განიზიდავს მათ. ამის გამოსაცნობად, დასაწყისისთვის ქვემოთ მოყვანილი სიის გაცნობა შეგიძლიათ, რომელიც დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, ზოგჯერ ხომ არ ხვდებით ხოლმე რომელიმე საკმაოდ არამიმზიდველი ქალური ტიპის რიცხვში.
მის „მე ცვლილება მსურს“ - ასეთი ტიპის ქალები ყველგან არიან ჩასაფრებულები. ეს არის ქალი, რომლებზეც მამაკაცთა დიდი ნაწილი ყველაზე მეტად ეჭვიანობს. (რა თქმა უნდა, ზოგიერთ კაცს უყვარს კიდეც ასეთი ქალი საკუთარი დაუცველობის გამო). ქალბატონი აცხადებს, რომ უყვარს მის პარტნიორი ისეთი, როგორიც არის, მაგრამ თანდათან, უარისკენ მიჰყავს ურთიერთობა. თავიდან, შესაძლოა, მამაკაცის გარდერობით დაიწყოს, შემდეგ კი, მის მუსიკალურ გემოვნებას გადასწვდეს. მაგრამ, როცა მამაკაცის მეგობრებს და ჰობის მიადგება, მას როგორც წესი, ადგილზე მოსვამენ.
შემდეგი არის მის „მე ცვლილება მსურს“ - ასეთი ტიპის ქალები ყველგან არიან ჩასაფრებულები. ეს არის ქალი, რომლებზეც მამაკაცთა დიდი ნაწილი ყველაზე მეტად ეჭვიანობს. (რა თქმა უნდა, ზოგიერთ კაცს უყვარს კიდეც ასეთი ქალი საკუთარი დაუცველობის გამო). ქალბატონი აცხადებს, რომ უყვარს მის პარტნიორი ისეთი, როგორიც არის, მაგრამ თანდათან, უარისკენ მიჰყავს ურთიერთობა. თავიდან, შესაძლოა, მამაკაცის გარდერობით დაიწყოს, შემდეგ კი, მის მუსიკალურ გემოვნებას გადასწვდეს. მაგრამ, როცა მამაკაცის მეგობრებს და ჰობის მიადგება, მას როგორც წესი, ადგილზე მოსვამენ.
მეოთხე ტიპი: მის „საეჭვოდ ეჭვიანი“: ეს ქალი მუდამ ნერვებზეა, რადგან ის ძალიან უნდობელია. მას წარსულში ბევრჯერ ეტკინა გული, ამიტომაც, დადარაჯებულია ყველაფრის მიმართ, რაც არასახარბიელოდ ეჩვენება. როცა მამაკაცი ასეთ ქალს პირველად ხვდება, ის მას აღიქვამს, როგორც განსაცდელში ჩავარდნილ ლიტერატურულ ან კინოგმირ ქალწულს და უნდა, დაარწმუნოს ის, რომ მას საერთო არ აქვს მისი წარსულის მამაკაცთან. თუმცა, როცა უკვე მრავალჯერ შეიტანენ მასში ეჭვს, მამაკაცს სხვა არჩევანი აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ მიატოვოს ქალი, რადგანაც ცხოვრების გაგრძელებას სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით ნამდვილად ვეღარ შესძლებს.
47 2-ს მოსწონს
|