x
თვისებები, რომლებიც მამაკაცებს ქალში გარეგნობაზე მეტად ხიბლავთ

ქალებს გვგონია, რომ უმთავრესი, რასაც მამაკაცი ამჩნევს და აფასებს, ჩვენი გარეგნული მონაცემებია. ეს ნაწილობრივ ასეცაა, რადგან ფიზიკური მხარე პირველ შთაბეჭდილებას ქმნის. თუმცა, არის უამრავი სხვა რამ, რის გამოც შესაძლოა, მამაკაცს შევუყვარდეთ. ასეთი კომენტარები ხომ ხშირია: ბრმა იყო? რა ნახა ამ გოგოში? შეუფერებელი წყვილია... მოკლედ, ამიტომაც გადავწყვიტეთ, თემად აგვერჩია ის თვისებები, რომლებიც მამაკაცებს ყველაზე მეტად ხიბლავთ. რა თქმა უნდა, ამ ჩამონათვლის მიღმა არც გარეგნული ნაწილი დარჩენილა. ათვლას უკუღმა ვიწყებთ. ასე რომ, მოგვყევით.

image

8. უნდა იყოთ განათლებულები და შემდგარები. ქალს საკუთარი ინტერესები უნდა გააჩნდეს და თავს კარგად გრძნობდეს როგორც მარტო, ისე წყვილში.

7. მაღალი და ძლიერი ხმა. მეცნიერების აზრით, ეს ქალს უფრო ალამაზებს და აახალგაზრდავებს.

6. კომპრომისის უნარი. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყოველთვის მართლები არიან, რთული საურთიერთონი არიან.

5. დედის ინსტინქტი. ბოლოს და ბოლოს, მამაკაცები თავიანთ მომავალ შვილებზე ფიქრობენ, ამიტომაც, ქალს მათი კარგად მოვლა უნდა შეეძლოს.

4. წითელი ტუჩები. ისინი აგზნებულებასთან და დადებით მღელვარებასთან ასოცირდებიან, რაც მამაკაცსაც იგივე ემოციას უღვიძებს.

3. იუმორის გრძნობა. ქალს მამაკაცის ხუმრობებზე უნდა ეცინებოდეს და ასევე, შეეძლოს მისი ხასიათის გამოსწორებაც, თუ ეს უკანასკნელი მოწყენილია.

2. სიცოცხლე უნდა უხაროდეს. დამეთანხმებით, მოწუწუნე პარტნიორზე მამაკაცები არ ოცნებობენ!

1. ნამზეურის ხაზები. მამაკაცებს სიამოვნებთ იმის წარმოდგენა, თუ რა ეცვათ ქალებს, როცა ირუჯებოდნენ. კონტრასტული ზონები კი სხეულზე ამ მიმართულებით მათ წარმოსახვას გააძლიერებს.

0
270
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ლომაძე
მაკა ლომაძე
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0