x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გრიპის ვირუსი და"ტამიფლუს" მარაგი-ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო განცხადება გააკეთა
image

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც გრიპის ვირუსთან დაკავშირებით და ქვეყანაში მედიკამენტ "ტამიფლუს" მარაგების შესახებ განცხადება გააკეთა.


"მოგესალმებით, ისევ ინფორმაცია გრიპის ავადობასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე მოგახსენეთ და პერიოდულად უსვამთ ხაზსს რამდენად საჭირო არის ექიმთან დროულად მისვლა და საჭიროების შემთხვევაში ანტივირუსული მკურნალობის დროული დაწყება, ამჯერად "ტამიფლუს" ანტივირუსული პრეპარატის მარაგები ქვეყანაში საკმარისია, თუმცა სამი ძირითადი არეალიდან: სტაციონარები, სააფთიაქო ქსელი და ჯანდაცვის სამინისტროს მარაგები, ბოლო ორი დღის განმავლობაში დეფიციტი მხოლოდ სააფთიაქო ქსელებში შეიქმნა. მარაგები 10 იანვარს შეივსება, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუკი ჯანდაცვის სამინისტრო თავისი მარაგებიდან ამ მედიკამენტებს უფასოდ გასცემდა მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ორსულებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის, აფთიაქებში დროებით შექმნილი დეფიციტიდან გამომდინარე, დღეიდან ჩვენ გავაფართოვებთ ეს ჩამონათვალი და ამით ისარგებლებენ არა მხოლოდ ორსულები და სოციალურად დაუცველები, არამედ ბავშვები, ასაკით პენსიონერები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები. მათ შეუძლიათ მიმართონ მთელი საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებებს, და ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან ამ მედიკამენტს გავცემთ.

ასევე დღეს საღამოს უკვე დასრულდება სააფთიაქო ქსელებთან შეთანხმება და ჩვენ ამ ქსელებსაც გადავცემთ სამინისტროს მარაგებიდან "ტამიფლუს" საკმაო რაოდენობას, ისე რომ სააფთიაქო ქსელებში დეიფიციტი აღარ იყოს.



ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ აფთიაქში იქნება ეს მედიკამენტი, შეგიძლიათ მიიღოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიდან 15 -05-ზე რომელზეც ოპერატორების რაოდენობა უკვე დამატება იმისთვის, რომ დაყოვნება არ იყოს ამ ინფორმაციის მისაღებად.


ასე, რომ ქვეყანაში "ტამიფლუს" მედიკამენტის მარაგები საკმარისია", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

1
112
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
112
  
2019, 7 იანვარი, 10:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1