x
image
alex999
საბავშვო ბაღში აღმზრდელი ეხმარება ბიჭუნას ფეხსაცმლის ჩაცმაში...

სოცილაურ ქსელში წინა საახლაწლოდ ძალზე სახალისო და ამავდროულად, ემოციური პოსტი გაზიარდა, რომელსაც დღევანდელ სტატიაში უცვლელად გთავაზობთ...


image



საბავშვო ბაღში აღმზრდელი ეხმარება ბიჭუნას ფეხსაცმლის ჩაცმაში...
დახმარება პატარამ თავად სთხოვა - საქმე მართლაც რთული იყო: ყელიანი "ბათინკები" ეცვა, ფეხი გაიჭედა და ვეღარც წინ მიდიოდა, ვეღარც უკან...
როცა აღმზრდელმა, დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა მეორე ბათინკიც ჩააცვა და შუბლზე ოფლი მოიწმინდა, პატარამ ისეთი რამ უთხრა, საწყალმა ქალმა ცრემლები ძლივს შეიკავა
- არასწორად მაცვია!..


არადა მართალი იყო - მარჯვენა ფეხსაცმელი მარცხენაზე იყო ჩაცმული, მარცხენა კი - მარჯვენაზე...


"ბათინკების" გახდა ჩაცმაზე უარესი იყო...
აღმზრდელი თავს ძლივეს იკავებდა, როცა მარჯვენა ფეხსაცმელს ახლა უკვე მარჯვენა ფეხზე აცმევდა.


და უცბად ბიჭუნა აცხადებს:
- ეს ჩემი "ბათინკები" არ არის!
აღმზრდელმა სიმწრისგან ენაზე იკბინა, რათა ბავშვისთვის არ ეყვირა: "ადრე რატომ არ მითხარი???!!!" და ისევ შეუდგა, ძლივძლივობით, საშინელი ფეხსაცმელების გახდას.


ბოლოს, როცა როგორც იქნა დაასრულა, ბავშვმა თქვა:
- ჩემი ძმის ბათინკებია. დაუპატარავდა და დედიკომ მე ჩამაცვა.
აღმზრდელს უკვე ვეღარ გაეგო, ეცინა თუ ეტირა. უკანასკნელი ძალა და ნებისყოფა მოიკრიბა, ტანჯვა-წვალებით ისევ ჩააცვა ფეხსაცმელი და შეეკითხა:
- შენი ხელთათმანები სადღაა?
- ბათინკებში ჩავტენე...















<<<თქვენთვის რჩეული>>>


1- "რომ იტყვიან სიყვარული აბრმავებსო"... - აი ესაა ზუსტად!

2- 15 ბრძნული იტალიური გამონათქვამი, რომლებიც დაგაფიქრებთ რამდენად სწორად ცხოვრობთ

3- მამაკაცი ყოველდღე 45 კმ-ს გადის სატვირთო მანქანით, როდესაც ის წყალს უშვებს, რაღაც საოცრება ხდება...

4- როგორი იქნება 2019 წელი ლომებისთვის?




3
785
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
785
  
2019, 21 იანვარი, 15:23
ბავშვი და ასეთი "სასტიკი"..:)
2019, 10 იანვარი, 15:04
ასეთ ბავშვს ერთ ადგილზე რომ მოსცხონ, ისევ აღმზრდელს გაამტყუნებენ :)
2019, 10 იანვარი, 13:12
:)))))))))
0 1 3