რელიგია ვენდეტა იტალიურად - მამამ პედოფილი მღვდელი დაქირავებულ ქილერს მოაკვლევინა 2019, 3 იანვარი, 11:58 იტალიის პოლიციამ დაიწყო შეკვეთილი მკვლელობის გამოძიება მას შემდეგ, როდესაც 45 წლის მღვდელი ჯუზეპე მატარაცო ციხიდან გამოშვების შემდეგ მოკლეს. მღვდელს სულ რამდენიმე კვირის მოხდილი ჰქონდა 11 წლიანი სასჯელი ორი არასრულწლოვანი დის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის გამო, რის გამოც ერთმა დამ, 15 წლის გოგონამ 2008 წელს თავი ჩამოიხრჩო. ნეაპოლელი მღვდლის, მატარაცოს გვამი 5 ნატყვიარით აღმოაჩინეს ფრასო-ტელეზინოში(კამპანიას რეგიონი). გამოძიების დროს გამოიკვეთა შეკვეთილი მკვლელობა. ამჟამად გოგონების მამა საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება, მანამდე დააკავეს შემსრულებლები – 30 წლის ჯენოროსო ნასტამი და 55 წლის ჯუზეპე მასარო. მამაკაცებმა მკვლელობისთვის ავტომობილი გამოიყენეს, ნაპოვნია იარაღიც, რითაც მკვლელობა მოხდა, რევოლვერი Magnum-ი. ბენევენტოს მთავარი პროკურორის, ალდო პოლიკასტროს განცხადებით :"მთავარი მკვლელი სწორედ ოჯახურ წრეში უნდა ვეძებოთ". 457 6-ს მოსწონს
|