კულტურა მოცეკვავე კრუნჩხვებში ჩავარდა, ის კი აგრძელებდა სიმღერას - მომღერალი იგი აზალია გამოლანძღეს(ვიდეო) 2018, 30 დეკემბერი, 18:54
პოპულარული ავსტრალიელი ჰიპ-ჰოპ მომღერალი იგი აზალია გაკიცხეს და გამოლანძღეს საკუთარი მოცეკვავის მიმართ უაღრესად გულგრილობის გამო.
რიო-დე ჟანეიროში კონცერტის დროს, როდესაც მისი ერთ-ერთი მოცეკვავე სცენაზე დაეცა და კრუნჩხვებში ჩავარდა, მომღერალი ვითომც არაფერი მომხდარა, ისე გააგრძელა სიმღერა, რამაც ფანატების და საზოგადოების რისხვა გამოიწვია.თვითონ მომღერალს მიაჩნია, რომ კრიტიკა უსამართლოა და "საერთოდ დაიქანცა" მის მიმართ განხორციელებული გამოხტომებით. მოგვიანებით მომღერალმა განაცხადა: "როცა მიხვდი რა ხდებოდა მაშინვე სამედიცინო დახმარებას ვუხმე, გოგონა მალევე მოვიდა, გონზე, როგორც ჩანს ძლიერი სიცხის გამო გახდა ცუდად, რომელიც სცენის განათებამ გამოიწვია" ინციდენტის შემდეგ აზალიამ ფანატებს "ინსტაგრამით" მიმართა: "ხანდახან ვგრძნობ, რომ ძლიერ დავიღალე ამ ცხოვრებისგან, მეჩვენება, რომ ნებისმიერი ჩემი საქციელი მიზეზია ხალხისთვის, რომ ჩემზე ილაპარაკონ, რომ მე ვარ ბოზი, ჩემი მუსიკა ჩამორჩენილია, საშინლად ვიცვამ, არარაობა და საშინელი ადამიანი ვარ.. უბრალოდ დავიქანცე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბოლო ოთხი წელიწადია, ვერაფერს ვაკეთებ ისე, მე როგორც მინდა, ასეთ სიტუაციაში ფიქრობ:ეს რა ხდება?შეინარჩუნო მოტივაცია ასეთ პირობებში ძალზე ძნელია. ყოველი ჩვენთაგანი ოცნებობს, იმაზე, რომ ყოველი დღე წარმატებული იყოს, დაე მოდით, ერთმანეთის მიმართ ვიყოთ კეთიგანწყობილები...აუტანელია, როცა ხედავ ადამიანები როგორი სიამოვნებით აბრაზებენ და შეურაცხყოფენ ერთმანეთს" თუმცა იგი აზალიას ამ მიმართვამ მაინც არ უშველა, კომენტარები საკმაოდ მწვავეა მის მიმართ, გთავაზობთ რამდენიმეს. "არასდროს მინახია, რომ არტისტი ასე უაზროდ უყურებდეს ადამიანს, როდესაც სამედიცინო დახმარება სჭირდება“და აგრძელებდა სიმღერას, ის მაშინაც კი არ გაჩერებულა, რომ დარწმუნებულიყო, რომ საცოდავი გოგონა სცენიდან გაიყვანეს და ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს" "ის რა ფსიქოპატია?როგორ შეგიძლია ასე უყურო ადამიანს, რომლის სიცოცხლეც შესაძლოა საფრთხეშია და აგრძელებდეს, რეპავდეს(საშინლად) მის სხეულზე" 311 7-ს მოსწონს
|