x
image
დავითი ჩუთლაშვილი
წყალში გადაყრილი ჩვენი მილიარდები
უცნობია, რა დაუჯდა ხალხს საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის ყოფილი რეზიდენცია. სხვადასხვა მონაცემებით მის ასაშენებლად და მოსაპირკეთებლად 110 მილიონი ლარიდან 320 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. მის შესანახად კი მხოლოდ 2015-2016 წლებში 4, 5 მილიონი ლარი გამოიყო.


პრეზიდენტის ყოფილი სასახლისგან განსხვავებით ზუსტადაა ცნობილი, თუ რა დაგვიჯდა პარლამენტის აწ უკვე გაუქმებული შენობის მშენებლობა ქუთაისში: 340 მილიონი ლარი.


120 მილიონი ლარი დაუჯდა ხალხს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ახირება: სუპერ "პუმას" ტიპის ვერტმფრენი, რომელსაც "ვარდების რევოლუციის" მამა გართობის და აქეთ-იქით სეირნობის მიზნით იყენებდა.


34 მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა ბობოყვათის რეზიდენციის ღირებულება. ეს რეზიდენცია 2015 წელს საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადაეცა.



370 მილიონ ლარზე მეტი დაგვიჯდა ახალი საპრეზიდენტო თვითმფრინავის შეძენა სააკაშვილისვე ახირებით (თუ გახსოვთ, 2003-2004 წლებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პოპულისტურად ეკონომ-კლასის რეისებით დაფრინავდა).


საქართველოს საპატრიარქოს და მის დაქვემდებარებაში მყოფ სასწავლებლებს და ტელევიზიას ბიუჯეტიდან ერიცხება წლიურად 58 მილიონ ლარზე მეტი.


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებამ 2018 წელს 50 მილიონ ლარს გადააჭარბა. აღნიშნული არხის საშუალო წლიური რეიტინგი (AMR) სულ რაღაც 3, 86 %-ს შეადგენს.


2014 წელს 1 მილიარდ 318 მილიონი ლარი დაგვიჯდა საჯარო მოხელეთა ხელფასები, სახელფასო დანამატები და პრემიები და ეს მაშინ, როცა 700 ათასი პენსიონერის შენახვა სახელმწიფოს ამავე წელს 1, 326 მილიარდი ლარი დაუჯდა.


ყოველწლიურად 211 მილიონი ლარი გვიჯდება ქართველი ფეხბურთელების შენახვა, რომლებმაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვერასოდეს აბსოლუტურად ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწიეს.


ყველაზე უხეში გათვლებით 2004-2018 წლებში ბიუროკრატიის, უსარგებლო სახელმწიფო შენობა-ნაგებობების, ეკლესიის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, სპორტის და საპრეზიდენტო ხარჯებისთვის 20 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამ თანხით შესაძლებელი იყო მთლიანი ჯანდაცვის ასპროცენტიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისთვის, პენსიების გაზრდა 750 ლარამდე, 165, 000 კილომეტრი გზის საფარის დაგება, უმუშევართათვის ღისეული შემწეობის დანიშვნა და სიღარიბის პრობლემის ბოლომდე აღმოფხვრა.


აი, რატომ გვყავს ქვეყანაში ამდენი მშიერი და მკურნალობასა და გამოკვლევებზე ხელმისაწვდომობის არმქონე ადამიანი. ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ აუდის ამდენი მუქთახორას და პარაზიტის შენახვას.

ფულის ნიშნები

0
88
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0